კრიმინალიმნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

დავით ხვიბლიანი პირველ კომენტარს აკეთებს

ზუგდიდის სპეცოპერაციის ერთ-ერთი მძევალი დავით ხვიბლიანი, რომელსაც თავდამსხმელის თანამზრახველობაში დასდეს ბრალი, პირველ კომენტარს აკეთებს.

“ეს იყო სრული ცილისწამება, რაც ჩემზე დაიდო და რასაც ავრცელებენ. ჩემი ღირსებაც შელახეს, სამსახურის შელახეს. არც ერთ ჯარისკაცს პატივი არ სცეს. ქართველისთვის და ქართული სულის ადამიანისთვის არ არის ლამაზი საქციელი. დანარჩენი რაც არ უნდა კითხვები დამისვათ, არ ვაპირებ პასუხის გაცემას, იმიტომ რომ გამოძიება მიმდინარეობს და გამოძიება დაადგენს ყველაფერს, ყველა კითხვაზე იქნება პახუხი გაცემული. რაც იყო, რაც მოხდა, როგორც მოხდა და რანაირადაც მოხდა, ყველაფერი იცის გამოძიებამ. სერგო ჩაჩიბაია ვინ არის საერთოდ არ ვიცი, ამის მეტს ვერაფერს ვერ გეტყვით. არა, მე სამხედრო პოლიციის მანქანას არ წავუყვანივარ, მე ჩემს სამხედრო მოვალეობას ვასრულებდი და ვიყავი სამსახურში”, – აცხადებს დავით ხვიბლიანი.

შეგახსენებთ, რომ დავით ხვიბლიანი ერთ-ერთი ყოფილი მძევალია, რომელიც ზუგდიდში ბანკზე თავდამსხმელმა პოლიციის პიკაპით წაიყვანა. მოგვიანებით თავდამსხმელმა ის სხვა სამ მძევალთან ერთად კირცხის ტყეში ჩამოსვა და მიიმალა. მისი დევნის ოპერაცია ამ დრომდე გრძელდება.

მსგავსი პოსტები

Back to top button