სპორტი

70 მილიონი რაფაელ ვარანში… ფეხბურთელი რეალთან კონტრაქტს წყვეტს

მადრიდის რეალის ფრანგმა მცველმა სამეფო კლუბს, კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარი განუცხადა.

ვარანს ხელშეკრულების ვადა 2022 წელს უმთავრდება და კლუბს სურდა მისთვის კლუბში სათამაშო ვადა 2026 წლამდე გაეგრძელებინა.

ამიტომ შესთავაზა პირველ წელს მისთვის10 პროცენტიანი შეზღუდვა განეხორციელებინა, რაზეც მცველისგან მტკცეე უარი მიიღო.

რეალის ხელმძღვანელობა ვარანის გაყიდვას მიმიდნარე სეზონის ბოლოს გეგმავს. მისი სატრანსფერო ფასი ბაზარზე 70 მილიონი ვრო იქნება.

მადრიდულ კლუბში რაფაელ ვარანი 2011 წელს ლანსიდან გადავიდა. კლუბთან ერთად მცველს მოგებული აქვს: ლა-ლიგა 3-ჯერ; ჩემპიონთა ლიგა 4-ჯერ და ევროპის სუპერთასი 3-ჯერ.

მსგავსი პოსტები

Back to top button