მნიშვნელოვანირეგიონი

კახეთში 24 წლის ახალგაზრდა დაჭრეს

კახეთში 24 წლის ახალგაზრდა დაჭრეს. შემთხვევა წუხელ, ქალაქ გურჯაანში მოხდა.

ადგილობრივების ინფორმაციით, მეგობრებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება სუფრასთან დაიწყო და შემდეგ ქუჩაში , ფიზიკური დაპირისპირებაში გადაიზარდა.

ხელჩართული ჩხუბის დროს, 40 წლამდე მამაკაცმა ცივი იარაღით 24 წლის ახალგაზრდას 18 ჭრილობა მიაყენა.

დაჭრილი გურჯაანის ჯეო ჰოსპიტალსში გადაიყვანეს.

ექიმების განმარტებით, პაციენტს რამდენიმე ჭრილობა აქვს არტერიიე, ღვიძლისა და გულმკერდის არეში.

ამ დროისთვის მისი მდგომარეობა სტაბილურია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე დაკავებულია ერთი პირი.
გამოძიება საქმეზე სსკ 19, 108- მუხლით დაიწყო.

საქმეზე დაწყებულია გამოძიება.

მსგავსი პოსტები

Back to top button