მნიშვნელოვანისიახლეები

ნათია თურნავას მოადგილეები აღარ ჰყავს

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს, ნათია თურნავას მოადგილეები აღარ ჰყავს. დღეს, 20 სექტემბერს, უწყების პრეზიდენტის ვიცე-პრეზიდენტის პოსტი უკვე სამმა მათგანმა, პაპუნა ლეჟავამ, არჩილ მესტვირიშვილმა და ნიკოლოზ გაგუამ დატოვა.

ეროვნული ბანკი დატოვა პრეზედნტის მრჩველმა, გიორგი ბაქრაძემაც.
ამასთან საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოში 9 წევრი უნდა იყოს, ახლა კი მხოლოდ 4 დარჩა: ნათია თურნავა, ეკა გალდავა, ეკა მიქაბაძე და რიჩარდ სინგლეტარი.

რამდენიმე თვეა, საბჭოს მხოლოდ 7 წევრი აკომპლექტებს. ორი ადგილი ვაკანტურია.

დღეს საბჭო სამმა წევრმა დატოვა – ნიკოლოზ გაგუა, არჩილ მესტვირიშვილი და პაპუნა ლეჟავა ვიცე-პრეზიდენტები არიან. რიჩარდ სინგლეტარს უფლებამოსილების ვადა 2023 წლის დეკემბერში გასდის. ეროვნული ბანკის შესახებ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის თანახმად, თუ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრთა რაოდენობა 5-ზე ნაკლებია, ეროვნული ბანკის საბჭო არ არის უფლებამოსილი, შეასრულოს თავისი ფუნქციები.

საბჭოს წევრებს პრეზიდენტი წარადგენს და პარლამენტი ამტკიცებს. ბოლო პარლამენტმა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს დაუბლოკა წევრობის ორი კანდიდატი: გიორგი ბაქრაძე და დიმიტრი ჯაფარიძე.
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს, ნათია თურნავას გუშინ, 19 სექტემბერს, მიღებული გადაწყვეტილების გამო გადადგომისკენ მოუწოდა და მისი სებში წარდგენის გამო ბოდიში მოიხადა.
საქართველოს პრეზიდენტის თქმით, საბჭოს წევრები გადადგომიდან ორი თვის განმავლობაში ასრულებენ დაკისრებულ ვალდებულებებს და ეს დრო საკმარისია იმისთვის, რომ გაუქმდეს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის მიერ მიღებული გადაწყვეტილება.

“დროა, ასევე, საბჭომ აიღოს პასუხისმგებლობა და განახორციელოს ზედამხედველობის ფუნქცია – საბჭოს კოლექტიური გადაწყვეტილებით შესაძლებელია და აუცილებელია ბათილად გამოცხადდეს ერთპიროვნული გადაწყვეტილება. ეს იქნება ამ საბჭოს რეალური ქმედება იმისთვის, რომ შენარჩუნდეს ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობა”, – თქვა მან.

ნათია თურნავა ადასტურებს, ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის, პაპუნა ლეჟავას გადადგომას. კითხვაზე, გახდა თუ არა ამის მიზეზი, ფარცხალაძისთვის დაშვებული გამონაკლისი, თურნავა არ პასუხობს – შეგიძლიათ მას გაესაუბროთ – უპასუხა თურნავამ ჟურნალისტებს და აღნიშნა, რომ ლეჟავამ გადადგომის შესახებ, ელექტრონულად აცნობა:

“პაპუნა ლეჟავამ მაცნობა ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით, რომ დაწერა განცხადება გადადგომაზე. ძალიან სამწუხაროა კარგი პროფესიონალია, მუშაობდა ამდენი წელი ეროვნულ ბანკში.

მე იმის თქმა მინდა, რომ შეიძლება სხვადასხვა პიროვნებას, ჩემს კოლეგას თუ უკვე ყოფილ კოლეგას ჰქონდეს თავისი შეხედულებები ამა თუ იმ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, მაგრამ ჩემთვის ეჭვგარეშეა, რომ როცა საქმე ეხება ეროვნული ბანკის მიერ, საქართველოს კონსტიტუციის აღსრულებას და მასთან შესაბამისობას და საქართველოს მოქალაქეების ფუნდამენტური უფლებების დაცვას, აქ ორი აზრი არ უნდა არსებობდეს.აქ ჩემი პოზიცია არის ნათელი შეუქცევადი….აქ ჩემი პოზიცია ესეთია, თუ ამ ნაწილში ვინმეს პოზიცია განსხვავდება, რა თქმა უნდა, გზა თავისუფალია. ” თქვა თურნავამ.

გუშინ, 19 სექტემბერს, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, რომლის პრეზიდენტის მოვალეობას ყოფილი ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა ასრულებს, გამონაკლისი დაუშვა სანქცირებული საქართველოს მოქალაქეებისთვის. ამ გადაწყვეტილებით, აშშ-ის მიერ სანქცირებულ ოთარ ფარცხალაძეს საბანკო ანგარიშებზე წვდომის შესაძლებლობა უნდა მისცემოდა.

ბრძანება, რომელიც ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის სახელით გუშინ, 19 სექტემბერს, გამოიცა, გამოქვეყნებისთანავე შევიდა ძალაში. რეგულატორმა ბრძანებაში გაიმეორა მმართველი პარტიის, “ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის კომენტარში ნათქვამი არგუმენტები:

“საქართველოს თითოეულ მოქალაქეს იცავს საქართველოს კონსტიტუცია”;
“საქართველოს ეროვნული ბანკი, ხელმძღვანელობს რა საქართველოს კონსტიტუციით და უდანაშაულობის პრინციპით, მიიჩნევს, რომ საქართველოს მოქალაქეზე არ შეიძლება გავრცელდეს საერთაშორისო სანქციები, თუ ქართულ სასამართლოში მის მიმართ შესაბამის საქმეზე არ დადგა გამამტყუნებელი განაჩენი”. ყველაზე დიდი ბანკები, “თიბისი ბანკი” და “საქართველო ბანკი”, აცხადებენ, რომ აგრძელებენ საერთაშორისო სანქციებით დაწესებული რეგულაციების შესრულებას, მიუხედავად იმისა, რა რეგულაცია აქვს მიღებული ეროვნულ ბანკს. 14 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დოკუმენტის მიხედვით, საქართველოს ყოფილ მთავარ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს სანქციები დაუწესდა საქართველოზე რუსეთის მანკიერი ზეგავლენის საპასუხოდ. ფარცხალაძე რუსეთის ფედერაციის ეკონომიკის, მენეჯმენტის საკონსულტაციო სექტორში მუშაობისთვის ან საქმიანობისთვის მოხვდა სიაში და ფლობს საკონსულტაციო კომპანიებში, შპს MOSCOW BUSINESS BROKERAGE-სა და შპს INTERNATIONAL BUSINESS CORPORATION-ში, 50-პროცენტიან წილს ალექსანდრ ონიშჩენკოსთან ერთად. სახელმწიფო დეპარტამენტის თანახმად, ონიშჩენკო რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის ოფიცერია.

დოკუმენტის მიხედვით, სავარაუდოდ, რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის ოფიცერი ონიშჩენკო დაეხმარა “თანამოაზრე” ფარცხალაძეს რუსული პასპორტის და შესაძლოა, რუსეთის მოქალაქეობის მიღებაშიც. ფარცხალაძეს “სრულად აქვს მიღებული რუსული იდენტობა და რეგულარულად მგზავრობს რუსეთში”. ონიშჩენკო და უშიშროების ფედერალური სამსახური ფარცხალაძეს “ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე რუსეთის საკეთილდღეო გავლენის მოხდენაში იყენებენ”. დოკუმენტში ასევე წერია, რომ გავრცელებული ინფორმაციით, ფარცხალაძემ პირადი სარგებელი მიიღო ონიშჩენკოსა და ФСБ-სთან კავშირით.
აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციების გამო საქართველოს ყოფილ მთავარ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს, “აქტივებზე წვდომა და ფინანსური ტრანზაქციების შესრულება” უნდა შეზღუდოდა.

ეროვნულ ბანკს მესამე ვიცეპრეზიდენტი ნიკოლოზ გაგუა ტოვებს. ინფორმაცია გაგუამ ბიზნესფორმულას დაუდასტურა.
გაგუას მიერ პოსტის დატოვების შემდეგ ეროვნული ბანკი, სავარაუდოდ, ქმედითუუნაროდ გამოცხადდება.
ეროვნული ბანკის შესახებ ორგანული კანონის თანახმად, როდესაც სებ-ის საბჭოს წევრთა რაოდენობა 5-ზე ნაკლებია, საბჭო არ არის უფლებამოსილი, თავისი ფუნქციები შეასრულოს. ამჟამად საბჭოში 4 წევრი რჩება.
მანამდე ეროვნული ბანკი დატოვა ორმა ვიცეპრეზიდენტმა – პაპუნა ლეჟავამ და არჩილ მესტვრიშვილმა. ასევე, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მრჩეველმა გიორგი ბაქრაძემ.

ეროვნულ ბანკს გიორგი ბაქრაძეც ტოვებს. ის საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მრჩევლის პოსტს იკავებდა.
მანამდე ეროვნული ბანკი დატოვა ორმა ვიცეპრეზიდენტმა – პაპუნა ლეჟავამ და არჩილ მესტვრიშვილმა.
19 სექტემბერს ყოფილი გენერალური პროკურორის ოთარ ფარცხალაძის დასანქცირების შემდეგ ეროვნულმა ბანკმა სანქციათა რეჟიმების შესრულების წესში ცვლილება შეიტანა. ცვლილების მიხედვით, სანქციები აღსრულდება საქართველოს მოქალაქეზე, თუ მის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების საფუძველთან დაკავშირებით საქართველოს სასამართლო გამამტყუნებელ განაჩენს გამოიტანს.

ამ ცვლილებას წინ უძღოდა ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის განცხადება, რომელმაც “კონსტიტუციის დარღვევად” შეაფასა ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება.

“ვერ ვიქნები იმ გადაწყვეტილების მონაწილე, რომელზეც არც გავლენა მაქვს და არც ვეთანხმები”, – ასე ხსნის ეროვნული ბანკის საბჭოს უკვე ყოფილი წევრი და ვიცე-პრეზიდენტი არჩილ მესტვირიშვილი თანამდებობის დატოვების შესახებ გადაწყვეტილებას. ეს კომენტარი მესტვირიშვილმა bm.ge-ს მისცა.
მანამდე არჩილ მესტვირიშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ თანამდებობას ტოვებდა.
“მეგობრებო და კოლეგებო, ვტოვებ ეროვნულ ბანკში ჩემ თანამდებობას”, – დაწერა ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა Facebook-ზე.
როგორც მესტვირიშვილი ამბობს, ნათია თურნავას გადაწყვეტილება მასთან არ შეუთანხმებია.
“არ იყო ვალდებული ვინმესთან შეეთანხმებინა. თბილისში არ ვარ და ჩემთან არ ყოფილა გავლილი და არც ვალდებულება ჰქონია”,- ამბობს მესტვირიშვილი გამოცემასთან.

ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი, ვიცეპრეზიდენტი პაპუნა ლეჟავა თანამდებობას ტოვებს.
განცხადებით მან ეროვნულ ბანკს რამდენიმე წუთის წინ მიმართა.
პაპუნა ლეჟავას შესახებ ბრიფინგზე ისაუბრა ეროვნული ბანკის პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ:
“კარგი პროფესიონალია მუშაობდა ამდენი წელი ეროვნულ ბანკში. მე იმის თქმა მინდა, რომ შეიძლება, სხვადასხვა პიროვნებას, ჩემს კოლეგას თუ უკვე ყოფილ კოლეგას, ჰქონდეს თავისი შეხედულებები ამა თუ იმ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, მაგრამ ჩემთვის ეჭვგარეშეა, როდესაც საქმე ეხება ეროვნული ბანკის მიერ საქართველოს კონსტიტუციის აღსრულებას და მასთან შესაბამისობას და საქართველოს მოქალაქეების ფუნდამენტური უფლებების დაცვას, აქ ორი აზრი არ უნდა არსებობდეს. აქ ჩემი პოზიცია არის ნათელი და შეუქცევადი”, – თქვა მან.

შეგახსენებთ, რომ ეროვნულმა ბანკმა გამონაკლისი დაუშვა და სანქცირებულ ოთარ ფარცხალაძეს საბანკო ანგარიშებზე დაწესებული შეზღუდვა მოუხსნა. თუმცა, TBC და საქართველოს ბანკი აცხადებენ, რომ მარეგულირებლის გადაწყვეტილების მიუხედავად, პოლიტიკას არ შეცვლიან და საერთაშორისო სანქციებს აღასრულებენ.

ეროვნული ბანკის საბჭოს წევრები იმიტომ წავიდნენ, რატომაც გახარია წავიდა, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, ყველაფერს დრო აჩვენებს.

„თქვენი აზრით, გახარია რატომ წავიდა? – რაც მომავალმა აჩვენა, გახარია წავიდა „ნაცებისთვის“. ჩემი აზრია, რომ ეს იყო გარკვეული კოორდინაციის შედეგი. ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი კი არა, პრემიერი აღმოჩნდა ადამიანი, რომელიც „ნაცებისთვის“ გადადგა. უცებ, „ნაცმოძრაობის“ ყველა ტელევიზია გახარიას მხარეს აღმოჩნდა და მისი პიარით იყვნენ დაკავებული. სტრასბურგმა თქვა, რომ მისი გადადგომა არანაირი ღირსეული ნაბიჯი არ ყოფილა, კანონიერი გადაწყვეტილების გამორიცხვის მიზნით გადამდგარა. წარსულმა აჩვენა, რისთვის გადადგა გახარია. ღმერთმა ქნას, რომ ვცდებოდე და ეს ადამიანები შეცდომაში იყვნენ შეყვანილი, ემოციურ ფონზე გადადგეს ეს ნაბიჯი, მაგრამ ეს ასე არ მგონია. ამ ყველაფერს დრო აჩვენებს“, – განაცხადა მდინარაძემ.

საქართველოს მოქალაქეობას ვინც დაკარგავს, ფარცხალაძე იქნება თუ სხვა, მასზე სანქციები ჩვეულებრივად გავრცელდება, – ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, „ეს ხელოვნური საკითხი ხალხზე მანიპულაციისა და არასწორი ზეგავლენის საფუძველი ვეღარ გახდება“.

„ფარცხალაძეს თუ მოქალაქეობა შეუწყდება, მერე რა ხდება? პრეზიდენტის გადაწყვეტილებით ოთარ ფარცხალაძე საქართველოს მოქალაქეობას თუ დაკარგავს, მაშინ მასზე სანქციები ჩვეულებრივად გავრცელდება. ვინც საქართველოს მოქალაქეობას დაკარგავს, ფარცხალაძე იქნება თუ სხვა, მასზე სანქციები ჩვეულებრივად გავრცელდება. ამით ფარცხალაძის თემა მოიხსნა და კარგია, რომ ეს ხელოვნური თემა ხალხზე მანიპულაციისა და არასწორი ზეგავლენის საფუძველი ვეღარ გახდება“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მსგავსი პოსტები

Back to top button