მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

რუსეთის უსაფრთხოების სამსახურებმა პრიგოჟინის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს

„ვაგნერის“ ხელმძღვანელი ევგენი პროგოჟინი რუსეთში იმყოფება

რუსული მედია “იზვესტია” წერს, რომ რუსეთის უსაფრთხოების სამსახურებმა “ვაგნერის” ხელმძღვანელის, ევგენი პრიგოჟინის პეტერბურგის სახლში, ასევე, ოფისში ჩხრეკა ჩაატარა. ამოღებულია სხვადასხვა ფერის პარიკები, წვერ-ულვაში, ყაბლი პასპორტები, 5 კგ ოქროს ზოდები ურო და ცეცხლსასროლი იარაღი აღმოაჩინეს სახლში აღმოჩენილი ოქროს ზოდების ღირებულება ჯერჯერობით არ შეფასებულა.

“იზვესტია” წერს, რომ პასპორტებში მითითებული პირებიდან სულ მცირე ორი რეალურია. მედია ამბობს, რომ ერთ-ერთი დიმიტრი გეილერია, რომელმაც უარი თქვა კომენტარის გაკეთებაზე, მეორე ვლადიმერ ბობროვი, აგრესიული იყო და თქვა, რომ არაფერს იტყოდა.

გამოცემა წერს, რომ სახლში პრიგოჟინს აქვს პირადი სამედიცინო კაბინეტი, რომელიც სრულფასოვან საავადმყოფოს ჰგავს.

გარდა ამისა, სახლში, ჩვეულებრივ ჩანთაში ნახეს სულ მცირე 500 000 დოლარი, ევროს ბანკნოტები ცალკე იყო შეფუთული.

ამასთან ბელარუსის ავტორიტარი ლიდერი ალექსანდრ ლუკაშენკო ამბობს, რომ ვაგნერის დამფუძნებელი, ევგენი პრიგოჟინი რუსეთშია. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან შეხვედრის დროს განაცხადა.

“რატომ მეკითხებით, სად იმყოფებიან დღეს კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერი და ამ კომპანიის ხელმძღვანელი? ეს კომპანია, ძალიან კარგად გესმით, რუსულია. ამიტომაც კითხვა აშკარად ჩემთან არაა. როგორც ინფორმირებული ვარ, მებრძოლები თავიანთ მუდმივ ბანაკებში იმყოფებიან. იმ ბანაკებში, სადაც ფრონტიდან გაყვანის შემდეგ იყვნენ გამოჯანმრთელების, მკურნალობასა და დასვენებისთვის”, – განაცხადა ლუკაშენკომ.

ამავე დროს, იგი ამბობს, რომ ვერ ხედავს ბელარუსისთვის რისკებს, თუ ვაგნერის მებრძოლები ქვეყანაში განლაგდებიან.

“რაც შეეხება ევგენი პრიგოჟინს, ის პიტერშია [სანქტ-პეტერბურგი]. სად არის დღეს დილით? შეიძლება მოსკოვში წავიდა, შეიძლება სადმე სხვაგან, ბელარუსის ტერიტორიაზე ის არაა”, – თქვა ლუკაშენკომ.

ომის დაწყების შემდეგ, ვაგნერის მებრძოლები უკრაინაში რუსეთის არმიის ერთ-ერთ მთავარ საყრდენად იქცნენ – თვეების განმავლობაში სასტიკი ბრძოლები მიმდინარეობდა ბახმუტში, რის ფონზეც, ვაგნერის ხელმძღვანელმა ევგენი პრიგოჟინმა არაერთხელ გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც მკვეთრად აკრიტიკებდა რუსეთის თავდაცვის მინისტრს სერგეი შოიგუს და გენერალური შტაბის უფროსს ვალერი გერასიმოვს. პრიგოჟინი ამბობდა, რომ სამინისტრო ვაგნერს საკმარის საბრძოლო მასალასა და იარაღს არ უგზავნიდა.

ევგენი პრიგოჟინსა და რუსეთის თავდაცვის სამინისტროს შორის ღია კონფლიქტი რამდენიმე თვეა გრძელდებოდა, ხოლო 24 ივნისს პრიგოჟინი რუსეთის ხელისუფლების წინააღმდეგ აჯანყდა. 24 საათზე ნაკლებ დროში მისმა სამხედრო კოლონამ თითქმის მოსკოვამდე მიაღწია, თუმცა ბელარუსის პრეზიდენტთან, ალექსანდრ ლუკაშენკოსთან დიალოგის შემდეგ, პრიგოჟინმა განაცხადა, რომ აჯანყება შეწყვიტა.

მოგვიანებით, კრემლის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ პრიგოჟინის წინააღმდეგ დაწყებული სისხლის სამართლის საქმის წარმოება შეწყდა და ის ბელარუსში გაემგზავრა.

მსგავსი პოსტები

Back to top button