რეგიონი

გურჯაანის მერმა საბავშვო ბაღებთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება შეცვალა

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა საბავშვო ბაღებთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება შეცვალა.
ზურაბ უტიაშვილის განმარტებით, გადაწყდა, რომ სააღმზრდელო პროცესი ბაღებში საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული რეკომენდაციების საფუძველზე, 24 იანვრიდან განახლდება.

” ჩვენ რამდენიმე ვერსიაზე ვიმსჯელეთ და გადავწყვიტეთ აცრებს მივცეთ სარეკომენდაციო ხასიათი, მაქსიმალურად ვეცადოთ, ვაქცინაციის აუცილებლობაში დავარწმუნოთ მშობლები. ბაღში მისვლის შესაძლებლობა ექნება ყველას და 37 საბავშვო ბაღი გაიხსნება დათქმულ დროს. თუ შემთხვევების რაოდენობა მოიმატებს, შესაძლოა ასეთი მიდგომა გამოვიყენოთ, თუმცა, ამ ეტაპზე, ბაღში ყველას მივიღებთ”- განაცხადა უტიაშვილმა.

მანამდე, უტიაშვილმა საბავშვო ბაღების ხელმძღვანელებთან შეხვედრაც ჩაატარა და ამ მიმართულებით განსახორციელებელ ღონისძიებებზე ისაუბრა.
რატომ შეცვალა გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, გურჯაანის საბავშვო ბაღებში მხოლოდ აცრილი ოჯახების ბავშვები დაიშვებოდნენ, გურჯაანის მერმა, განმარტება აღარ გააკეთა.
რადიო ჰერეთის ინფორმაციით, ზურაბ უტიაშვილმა საკუთარი გადაწყვეტილების გამო , საყვედურები საკოორდინაციო საბჭოსგან მიიღო, რაც სააღმზრდელო პროცესის დაწყებასთან დაკავშირებით, მისი მიდგომის შეცვლის მიზეზი გახდა.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, გურჯაანის მუნიციპალიტეტში მოსახლეობის მხოლოდ 32- 33 პროცენტია ვაქცინირებული.

მსგავსი პოსტები

Back to top button