სპორტი

მარიამ ბოლქვაძე ჩიკაგოს ტურნირის ძირითად ბადეში ვერ გავიდა

ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ ჩიკაგოში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირს ქართველი ჩოგბურთელი მარიამ ბოლქვაძე გამოეთიშა.

მარიამი ტურნირის, რომლის საპრიზო ფონდი 565 530 დოლარია,- კვალიფიკაციის ბოლო წრეში ანა კალინსკაიასთან დამარცხდა და ძირითად ბადეში ვერ გავიდა.

კვალიფიკაციაში მე-13 ნომრად განთესილი 23 წლის ქართველი ჩოგანი პირველ წრეში ჩილელ ბარბარა გატიკას შეხვდა და მეტოქეს 6:2, 6:1 სძლია.

ბოლქვაძემ კალინსკაიასთან მატჩი სწორედ ანალოგიური ანგარიშით დათმო.

შეგახსენებთ, რომ ქართველი ჩოგბურთელი WTA-ს რეიტინგში 374 ქულით 188-ე ადგილს იკავებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button