სასამართლომ კეზერაშვილი გაამართლა,უგულავა კი კვლავ პატიმრობაში მისცა

სასამრთლომ დავით კეზერაშვილი გაამართლა. მისი პატიმრობის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება მოსამართლემ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. – იუწყება ტელეკპმპანია “რუსთავი2”.

“რიყისა და თბილსერვისის საქმეზე კი მოსამართლემ გიგი უგულავას თბილსერვისის საქმეზე 9 წლიანი პატიმრობა  მიუსაჯა. რიყის ეპიზოდზე კი ის გამართლდა.

მოსამართლის განცხადებით გიგი უგულავა 4 წლითა და 6 თვით იქნება პატიმრობაში.

გადაწყვეტილება მოსამართლემ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. გამოცხადების პროცესს არ დასწრებიან გიგი უგულავა, მისი ადვოკატები და თანაგუნდელები.

უგულავას სასამართლო პროცესი დღეს 12:00 საათზე დაიწყო და მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ დედაქალაქის ყოფილი მერის უფლებადამცველების შუამდგომლობა პროცესის 1 კვირით გადადების შესახებ არ დააკმაყოფილა.

გარდა ამისა გიგი უგულავამ არ ისარგებლა საკუთარი უფლებით პროცესზე და ბოლო სიტყვაზეც უარი განაცხადა. “- იუწყება ტელეკომპანია.

მსგავსი პოსტები

Back to top button