მნიშვნელოვანიპოლიტიკასიახლეები

მიხეილ სააკაშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატია

ოპოზიციურმა კოალიციამ „ძალა ერთობაშია“ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად მიხეილ სააკაშვილი დაასახელა.

სააკაშვილის პრემიერ-მინისტრის კანდიდატურად დასახელების მიზეზი „ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, გრიგოლ ვაშაძემ, დღეს, 7 სექტემბერს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„იმისათვის, რომ ამ გადაწყვეტილების გაანალიზება მოხდეს სწორად და გავიგოთ მისი მნიშვნელობა, უნდა გავიხსენოთ, რა სახელმწიფო ჩაიბარა 2003 წელს მიხეილ სააკაშვილმა. ჩვენ ვლაპარაკობთ საქართველოზე, რომლისგანაც აღარაფერი იყო დარჩენილი სატელეფონო კოდისა და ელექტრონული ფოსტის მისამართის გარდა“, – აღნიშნა ვაშაძემ.

მისი თქმით, „სააკაშვილის რესურსის გამოყენება სახელმწიფოსთვის აბსოლუტურად აუცილებელია“, თუ ქვეყანას შიდა და საგარეო პოლიტიკური მიზნების მიღწევა სურს.
რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებას, გრიგოლ ვაშაძე ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილი თავად იტყვის მისი დაბრუნების გეგმის შესახებ.

როგორც ცნობილია, მიხეილ სააკაშვილმა 6 სექტემბერს ფეისბუკზე დაწერა, რომ ქვეყანაში დაბრუნების გეგმის შესახებ 7 სექტემბერს გამოაცხადებს.

აქამდე ცნობილი იყო პრემიერ-მინისტრობის კიდევ ერთი კანდიდატის შესახებ – „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრობა სურს.

მსგავსი პოსტები

Back to top button