მნიშვნელოვანიმსოფლიოსაქართველოსიახლეები

ავტოსატრანსპორტო საშუალებების რეექსპორტი 94%-ით შემცირდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2020 წლის იანვარ-აპრილში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 3 463.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 11.8 პროცენტით ნაკლებია. აქედან, ექსპორტი 1 001.3 მლნ აშშ დოლარი იყო (11.9 პროცენტით ნაკლები), ხოლო იმპორტი 2 462.2 მლნ აშშ დოლარი (11.8 პროცენტით ნაკლები).

კონკრეტულად რომელი პროდუქციის ექსპორტ/იმპორტი შემცირდა ყველაზე მეტად, ამას საქსტატი უახლოეს პერიოდში გამოაქვეყნებს. მანამდე კი, შსს-ს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკით შეიძლება ვთქვათ, რომ მნიშვნელოვანი კლება სწორედ ავტოსატრანსპორტო საშუალებებს შეეხო.

უფრო კონკრეტულად, 2020 წლის აპრილში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით საქართველოდან ავტოსატრანსპორტო საშუალებების რეექსპორტი 94,1%-ით შემცირდა. კერძოდ, თუ შარშან აპრილში ქვეყნიდან გავიდა 6 033 ავტომობილი, წელს მხოლოდ 355 ერთეული გაიყიდა.

რაც შეეხება იმპორტს, აქაც კლება 80,7%-ს შეადგენს. კერძოდ, 2020 წლის აპრილში საქართველოში იმპორტირებული იქნა 1 100 ერთეული ავტოსატრანსპორტო საშუალება, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი, – 5 712 ერთეული.

მსგავსი პოსტები

Back to top button