რეგიონისაქართველოსიახლეები

“ეს პროვოკაციაა, რაზეც მოდის ხელისუფლება”

ოპოზიცია მხარდამჭერებთან ერთად გურჯაანის ცენტრში, პოლიციის მორიგი ბარიკადის გარღვევას ცდილობს.

“ეს არის პირდაპირი პროვოკაცია, რაზეც მოდის ხელისუფლება”, – ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ სოფელ ველისციხესთან განაცხადა, სადაც ის ოპოზიციის წევრებთან ერთად იმყოფება და გზის გაგრძელებას ვერ ახერხებს.

ვაშაძის თქმით, დაკეტილია გომბორის უღელტეხილი და ამიტომ, მათ გადაწყვიტეს გურჯაანის გავლით წასვლა.

შეგახსენებთ, რომ დღეს თელავში არჩეული პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია უნდა გაიმართოს, სადაც ოპოზიცია აქციის გასამართად მიემართება.

მოისმინეთ გიორგი ვაშაძის ხმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button