მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ისრაელის საჰაერო ძალებმა ომის დაწყების შემდეგ ღაზასა და ლიბანში 31 000-ზე მეტ სამიზნეს დაარტყეს

რამადანი წელს 10 მარტს იწყება.

ისრაელის საჰაერო ძალები აცხადებს, რომ ომის დაწყების შემდეგ ღაზასა და ლიბანში 31 000-ზე მეტ სამიზნეს დაარტყეს.

ისრაელის საჰაერო ძალების ცნობით, 7 ოქტომბრის შემდეგ ღაზის სექტორში „ჰამასისა“ და სხვა ტერორისტული დაჯგუფებების 29 000-ზე მეტ სამიზნეზე მიიტანეს იერიში.

ლიბანში, ისრაელის საჰაერო ძალებმა „ჰეზბოლას“ 1 000-ზე მეტ პოზიციას დაარტყეს.

დასავლეთ სანაპიროზე, კონტრტერორისტული ოპერაციების დროს 30-მდე საჰაერო იერიში განხორციელდა.

ისრაელის საჰაერო ძალებმა სარაკეტო დარტყმები მოიერიშე თვითმფრინავების, საბრძოლო ვერტმფრენებისა და დრონების გამოყენებით განახორციელა.

ომი ახლო აღმოსავლეთში მსოფლიო ლიდერები კვლავ მძევლების გათავისუფლებას მოითხოვენ , ისრაელის ომის კაბინეტის წევრი, ბენი განცი ამბობს, რომ თუ მომდევნო რამდენიმე კვირის განმავლობაში ღაზაში მყოფი მძევლები არ გათავისუფლდებიან, ისრაელი გააფართოებს სამხედრო ოპერაციას ღაზის სამხრეთ ნაწილში და შევა ქალაქ რაფაჰში შევა. ამ ქალაქს ათასობით ადამიანი აფარებს თავს, რომელთა უმეტესობა ღაზის სექტორის ჩრდილოეთ ნაწილიდან გადავიდა ეგვიპტის მოსაზღვრე რაიონში.

“მსოფლიომ უნდა იცოდეს და ჰამასის ლიდერებმა უნდა იცოდნენ – თუ რამადანისთვის ჩვენი მძევლები სახლში არ იქნებიან, ბრძოლები ყველგან გაგრძელდება, რაფაჰის რაიონების ჩათვლით”, – თქვა განცმა.

რამადანი წელს 10 მარტს იწყება.

განცი ამბობს, რომ ისრაელი ამას კოორდინირებულად გააკეთებს და დიალოგში იქნება ამერიკელ და ეგვიპტელ პარტნიორებთან, რომ ხელი შეუწყოს მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციას.

“მათთვის, ვინც ამბობს, რომ [შეტევის] ფასი ძალიან მაღალია, ნათლად ვამბობ: ჰამასს აქვს არჩევანი – მათ შეუძლიათ ჩაბარდნენ, გაათავისუფლონ მძევლები და ღაზის მოქალაქეებს შეეძლებათ აღნიშნონ წმინდა დღესასწაული რამადანი”, – თქვა მან.

ამასთან ღაზაში მიმდინარე საომარი მოქმედებების ჰოლოკოსტთან შედარების გამო ისრაელმა ბრაზილიის პრეზიდენტი ლუის ინასიო ლულა და სილვა პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა.

ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროში ბრაზილიის ელჩიც დაიბარეს. საგარეო საქმეთა მინისტრმა ისაელ კაცმა, რომლის მშობლები ჰოლოკოსტს გადაურჩნენ, ბრაზილიელი დიპლომატი ფედერიკო მაიერი ჰოლოკოსტის მსხვერპლთა მემორიალთან, „იად ვაშემთან“ მიიყვანა, სადაც ჰოლოკოსტის დროს დაღუპული თავისი ბებიისა და ბაბუის სახელები აჩვენა. მედიის თანდასწრებით მინისტრმა ელჩს უთხრა, რომ ლულა ისრაელში სასურველი სტუმარი არ არის.

„ჩვენ არ დავივიწყებთ და არ ვაპატიებთ. ეს არის სერიოზული ანტისემიტური თავდასხმა. ჩემი და ისრაელის მოქალაქეთა სახელით, გადაეცით პრეზიდენტ ლულას, რომ ისრაელში პერსონა ნონ გრატაა, ვიდრე თავის სიტყვებს უკან არ წაიღებს“, – განაცხადა ისაელ კაცმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button