მნიშვნელოვანირეგიონი

კახეთში “ცხელების ცენტრები” გაუქმდა

კორონავირუსის პანდემიის გამო კახეთში შექმნილ “ცხელების ცენტრებს” სტატუსი მოეხსნა. “ცხელების ცენტრები” თელავის, ლაგოდეხისა და საგარეჯოს ადგილობრივ საავადმყოფოებში იყო მოწყობილი. სტატუსის მოხსნის შემდეგ საავადმყოფოებმა მუშაობა ჩვეულ რეჟიმში დაიწყეს და ახლა უკვე არამხოლოდ ცხელებიან პაციენტებს, არამედ სხვებსაც იღებენ.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსის ნელი ხიზანიშვილის თქმით, “ცხელების ცენტრების გაუქმების გადაწყვეტილება, რეგიონში კარგი ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე მიიღეს”.

“ამ საავადმყოფოებში ზოგადი მიღება იქნება, თუმცა თუკი ვინმე ცხელებით იქნება, მას კორონავირუსზე ნიმუშს აუღებენ და გამოსაკვლევად გაიგზავნება”, – განაცხადა ხიზანიშვილმა.
რაც შეეხება საკარანტინო ზონებს, რეგიონში ასეთი 4 ადგილზეა და ამჟამად 145 მოქალაქე იმყოფება.

თებერვლის ბოლოდან დღემდე სულ კახეთის რეგიონში აღებული და ლუგარის ცენტრში გაგზავნილია 4746 ნიმუში, აქედან 1541 მედპერსონალია, 1734 კარანტინის ზონის ვიზიტორი და სასტუმროს პერსონალი, შშმ პირი – 223, ტრაილერის მძღოლი 33.

კახეთში კორონავირუსის შიდა გავრელების არცერთი შემთხვევა არ გამოვლენილა, თუმცა მაისის ბოლოს, დედოფლისწყაროში მოსკოვიდან ჩასულ მძღოლს COVID-19 დაუდასტურდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button