მოზაიკასიახლეები

დექსტერის ახალი სერიები 2021 წელს გამოვა

სატელევიზიო არხი Showtime 2021 წელს გეგმავს პოპულარული სერიალის, დექსტერის ახალი ეპიზოდების გამოშვებას.

ახალ სეზონში 10 ეპიზოდი იქნება. პროექტს პირველი ოთხი სეზონის შოურანერი კლაიდ ფილიპსი უხელმძღვანელებს. დექსტერ მორგანის როლს დაუბრუნდება მაიკლ ს. ჰოლი.

სერიალის მთავარი გმირი სერიული მკვლელი დექსტერ მორგანია, რომელიც ამავე დროს მაიამის პოლიციის საგამოძიებო სამსახურში სისხლის ექსპერტად მუშაობს. დექსტერი 2008 წელს გამოვიდა და ხუთი სეზონის განმავლობაში გრძელდებოდა. წარმატებული შოუს ფინალურმა ეპიზოდმა თაყვანისმცემლების სრული უმრავლესობა უკმაყოფილო დატოვა. დღემდე სხვადასხვა კრიტიკოსს დექსტერის ფინალი ყველაზე წარუმატებელი დასასრულების სიაში პირველ ადგილზე გაჰყავს.

ახალი სეზონის გადაღებები 2021 წლის დასაწყისში იგეგმება, ხოლო პრემიერა – შემოდგომაზე.

მსგავსი პოსტები

Back to top button