მნიშვნელოვანისიახლეები

ოფშორების კანონი“ ფულს საერთოდ არ ეხება ფულის წასვლა-მოსვლასთან კავშირი არ აქვს-ოცნება

ეს კანონი შავ და თეთრ ფულს საერთოდ არ ეხება – მას ფულის წასვლა-მოსვლასთან კავშირი არ აქვს! სრულიად უვნებელი, კარგი კანონი პოლიტიკის მსხვერპლი გახდა! – ასეთია პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პაატა კვიჟინაძის პოზიციას ოფშორებთან დაკავშირებით საგადასახადო კოდექსში განხორციელებულ ცვლილებებზე.

როგორც კვიჟინაძემ პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების განხილვისას განაცხადა, საფინანსო სისტემა გამჭვირვალეა და საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამება.

“მანივალის რეკომენდაციებით ფულის გათეთრების წინააღმდეგ არაერთი საკანონმდებლო ცვლილება განვახორციელეთ. შედეგად ძლიერი საკანონმდებლო ჩარჩო გვაქვს. რა სანქციებზე ლაპარაკობთ ხალხო – თუ ვინმე დასანქცირდება, იმას საქართველო უშველის?! უბრალოდ უნდათ, რომ თუ ეს საკითხი ვინმეს არ ესმის ჩარჩეს ნეგატივი. გამორიცხულია, ვერავინ ვერავის სანქციებისგან ვერ დაიცავს!
სრულიად უვნებელი კანონი, კარგი კანონი პოლიტიკის მსხვერპლი გახდა. განხილვები დროში ე.წ „გამჭვირვალობის კანონს“ დაემთხვა. იფიქრეს, რომ მუხტი აეწიათ. ამას ადასტურებს ისიც, რომ პირველ მოსმენაზე, როცა განხილვა პრინციპების დონეზე, არც კომიტეტზე და არც სესიაზე არავის ხმა არ გაუღია.
მაშინ როცა დღის წესრიგში გამჭვირვალობის კანონპროექტი დადგა, მისცეს ინსტრუქცია და ყველამ ერთ ხმაში დაიწყო ლაპარაკი. ისეთებმაც კი ამოიღეს ხმა ვისაც ეკონომიკაზე სიტყვა არასდროს არ უთქვამს – დაწერილი ტექსტი წაიკითხეს“, – განაცხადა პაატა კვიჟინაძემ.
რაც შეეხება პრეზიდენტის ე.წ. ვეტოს, როგორც კვიჟინაძემ აღნიშნა, ის მთლიანად ე.წ. დარგის სპეციალისტების მოსაზრებებს ეყრდნობა, რომელთა ვინაობა უცნობია.
„თუ ექსპერტები წერენ ვეტოს, მაშინ პრეზიდენტი და პრეზიდენტის ადმინისტრაცია რად გვინდა – შევქმნათ ექსპერტების საბჭო და იმან დაადოს ვეტო. ის მაინც გვეცოდინება ვინ არიან ეს ექსპერტები“, – განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ.

“კომპანიები, რომლებიც არიან ოფშორში დარეგისტრირებული იქნება ამერიკული თუ ევროპული, ჩვენ ვიძახით, რომ ეს კომპანიები მოექცნენ ჩვენს საგადასახადო სისტემაში. თუ დღეს გაუმჭვირვალეა, ვინ არის დამფუძნებელი არ ვიცით და მთელი ბრუნვები ხდება ოფშორში, რომელსაც ვერ ვხედავთ და ჩვენს ეკონომიკაში არ მოდის, ამ კანონის ამოქმედების შემდეგ, ეს ყველაფერი მოექცევა ჩვენს საგადასახადო სისტემაში. რა რის ამაში ცუდი, რა მინუსს აძლევს ეს ეკონომიკას? ვეკითხები ბატონ რომანს, ჩვენს ოპოზიციონერ კოლეგებს, რომლებიც დღეს აქ არ სხედან, იმიტომ რომ არ აინტერესებთ და არიან მუდმივად პოპულიზმით დაკავებულები”, – ამის შესახებ პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის წევრმა, ირაკლი კირცხალიამ, ე.წ. ოფშორების კანონის შესახებ საუბრისას განაცხადა.
მისი განცხადებით, ხელისუფლების ოპონენტები ღიზიანდებიან ნებისმიერ ქმედებაზე, რაც ქვეყნის ეკონომიკის გაუმჯობესებისკენ არის მიმართული. კირცხალიამ მიმართა საზოგადოებას, არ აჰყვეს ოპოზიციის პოპულისტურ განცხადებებს.
“ამათ აღიზიანებთ ნებისმიერი ტრანზაქცია, ნებისმიერი ქმედება, რომელიც ჩვენს ეკონომიკას გააუმჯობესებს. ესენი ცუდად ხდებიან, როდესაც რეზერვები მაქსიმალურ დონეზეა. თეონა აქუბარდია რომ გამოვიდა აქ და ოქროზე დაიწყო ლაპარაკი – ეკონომიკა და ფინანსები მისი ძლიერი მხარე არ არის. რეზერვის მცნება იცით საერთოდ რა არის ხალხო? ქვეყანაში რეზერვების ცნება არის, რომ ჯანსაღი ეკონომიკა მზად იყოს ზოგადად, ყველანაირი რყევისთვის.
საზოგადოებას მივმართავ, შეხედეთ, რა ხდება ევროპის შუაგულში, შეხედეთ რა ხდება ახლო აღმოსავლეთში – რომ გამოდის ბატონი რომანი, ეს კანონის გამყიდველი და პროფესიონალური სახით იძახის, 25%-ით დაეცა იმის ფასი – ჯეი პი მორგანის ფასი შეამოწმოს, ან სთოქებს რომ ხსნის, სელფი ვერ გადაუღია, შევიდეს, თავის კოლეგებს უთხრას და გახსნას სთოქი, როგორ მოძრაობს მსოფლიოში გამომდინარე ქმედებებიდან აბსოლუტურად ყველა დიდი კორპორაციის ფასები და ამ დროს რომ ჩვენი ქვეყანა ემზადება, რომ ფინანსურად სტაბილური იყოს, ეს არის თურმე ცუდი ეროვნული ბანკი, რომ ოქროს ყიდულობს მსოფლიოში ასეთი რყევების დროს, ეს არის თურმე ცუდი? – ეს არის სიბეცე, დიდი უტიფრობა და მეგობრებო – საზოგადოებას მივმართავ: ამ უტიფრობის და ამ უტიფრების პოპულისტურ გამონათქვამებს არ უნდა ავყვეთ არავითარ შემთხვევაში.
გუშინდელი ვეტო დაიძლია, მოხდა ისტორიული მოვლენა ქვეყანაში და მივიღეთ ყველამ ერთად ეროვნული, ქართული კანონი, ზედმეტი ჩარევების გარეშე რომლისთვისაც ისტორია გვეტყვის მადლობას. დღესაც, რა თქმა უნდა, დაიძლევა ეს ვეტო, იმიტომ რომ ნებისმიერი ქმედება, რომელიც ჩვენი უმრავლესობით, ჩვენი მთავრობის ინიციატივით, იქნება საქვეყნო. ამ ვეტოს დაძლევაც არის საქვეყნო და ემსახურება ჩვენი ეკონომიკის განვითარებას და კიდევ ერთხელ, ამ უტიფრებს მინდა ვუთხრა, ზუსტად ოქტომბერში გამოგიტანთ თქვენ საზოგადოება საბოლოო განაჩენს”, – განაცხადა კირცხალიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.

ქართულმა ოცნებამ ე.წ. ოფშორების კანონზე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ვეტო დაძლია.

კანონი მესამე მოსმენით, 73 ხმით 19 აპრილს მიიღეს, 3 მაისს კი პრეზიდენტმა კანონს ვეტო დაადო და პარლამენტს მოტივირებული შენიშვნები გაუგზავნა, რომელიც 20 მაისს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტზე დაძლიეს.

კანონპროექტის თანახმად, უნდა ჩამოიწეროს ფიზიკური პირის აღიარებული, 2021 წლის პირველ იანვრამდე წარმოშობილი და ჩამოწერის მომენტისთვის არსებული საგადასახადო დავალიანება და მასზე დარიცხული საურავი.

მსგავსი პოსტები

Back to top button