მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

„რუსეთის მიერ ოკუპირებულ უკრაინის ტერიტორიაზე რამდენიმე ასეული ათასი რუსი ჯარისკაცია მათი გაძევება მიღწევადია სამხედრო გზით

აშშ-ის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბების კომიტეტის ხელმძღვანელის, გენერალ მარკ მილის განცხადებით, უკრაინას შეუძლია გაათავისუფლოს რუსეთის მიერ ოკუპირებული ყველა ტერიტორია, მაგრამ ეს ახლო მომავალში ვერ მოხდება.

„რუსეთის მიერ ოკუპირებულ უკრაინის ტერიტორიაზე რამდენიმე ასეული ათასი რუსი ჯარისკაცია. მათი გაძევება მიღწევადია სამხედრო გზით, მაგრამ, ალბათ, არა ახლო მომავალში. რას ნიშნავს ეს? – ეს ნიშნავს, რომ ბრძოლა გაგრძელდება. სისხლიანი იქნება. რთული იქნება“, – აღნიშნა ამერიკელმა გენერალმა.

ამასთან, რუსეთის მხრიდან გაჟღერებული ბრალდებების კომენტირებისას, რომ ბელგოროდის ოლქში განხორციელებული თავდასხმის დროს ამერიკული ჯავშანტექნიკა გამოიყენეს, ამერიკელმა გენერალმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები დიდი ხანია სთხოვს უკრაინას, აშშ-ის მიერ მიწოდებული სამხედრო ტექნიკა რუსეთის ტერიტორიაზე თავდასხმების განსახორციელებლად არ გამოიყენოს.

მარკ მილის განმარტებით, მისი ოფისი იკვლევს რუსეთის ბელგოროდის ოლქთან დაკავშირებით სოციალურ მედიაში გავრცელებულ ფოტოებს.

„ამ წუთში დაზუსტებით ვერ გეტყვით, არის თუ არა ეს აშშ-ის მიერ მიწოდებული აღჭურვილობა, როგორი იყო თავდასხმის ხასიათი, ვინ განახორციელა. დაზუსტებით ვერ ვიტყვი, მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ ვთხოვეთ უკრაინელებს, არ გამოიყენონ აშშ-ის მიერ მიწოდებული აღჭურვილობა რუსეთზე პირდაპირი თავდასხმებისთვის“, – განაცხადა ამერიკელმა გენერალმა.

უკრაინას აქვს შესაძლებლობა, გაათავისუფლოს რუსეთის მიერ ოკუპირებული ყველა ტერიტორია, მათ შორის, ყირიმი, – ამის შესახებ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა განაცხადა.

„ჩვენ გვჯერა, რომ უკრაინას შეუძლია და ამის სრული უფლება აქვს. ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას თავისი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვაში“, – აღნიშნა მილერმა.

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის თქმით, უკრაინას შეუძლია, გაათავისუფლოს როგორც ის ტერიტორიები, რომლებიც რუსეთმა გასული წლის თებერვალში, სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ წაართვა, ასევე – ყირიმი.

მსგავსი პოსტები

Back to top button