ანალიტიკაბიზნესრევიუეკონომიკასაქართველოსიახლეები

2022 წლის ბიუჯეტის ხარჯებს 400 მლნ დაემატა

2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის გადამუშავებული ვერსია, რომელიც მთავრობამ პარლამენტს წარუდგინა, ხარჯების ზრდას ითვალისწინებს. მთავრობა ასიგნებებს 400 მილიონი ლარით, 18.84 მილიარდ ლარამდე ზრდის.

რომელ სამინისტროებს ეზრდებათ დაფინანსება:

ყველაზე მხარჯავი უწყება კვლავ ჯანდაცვის სამინისტრო რჩება, რომელიც გაისად  6.09 მილიარდი ლარს მიიღებს. ჯანდაცვის უწყების დაფინანსება 75 მილიონი ლარით იზრდება.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ასიგნებები განისაზღვრა 6 093,18 მლნ ლარის ოდენობით, წინა ვარიანტთან შედარებით დაფინანსება გაზრდილია 75,4 მლნ ლარით. მასში შედის:

მოსახლეობის სოციალური დაცვა – 4 021,2 მლნ ლარი, რაც პირველად ვარიანტთან შედარებით გაზრდილია 22,5 მლნ ლარით;

საპენსიო უზრუნველყოფა – 2 885.0 მლნ ლარი, რომლის ფარგლებში გათვალისწინებულია საპენსიო ასაკის მოსახლეობისათვის პენსიების ზრდა, კერძოდ 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსია 20 ლარით, 260 ლარამდე იზრდება, ხოლო 70 წელს ზემოთ პენსიონერებისთვის კი 25 ლარით, 300 ლარამდე.

სოციალური დახმარებებისთვის 1 მილიარდი ლარია გათვალისწინებული;

ჯანდაცვის პროგრამებისთვის 1.78 მილიარდი ლარი,რაც პროექტის წინა ვარიანტთან შედარებით გაზრდილია 47,3 მლნ ლარით. პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია:

COVID-19-ის მართვასთან (სამედიცინო დაწესებულებების მობილიზება, მკურნალობის ხარჯები, ტესტირება და კვლევები, ვაქცინაცია და სხვა) დაკავშირებით ბიუჯეტი განსაზღვრულია 500.0 მლნ ლარით;
მოსახლეობის საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვა – 820.0 მლნ ლარი;
იმუნიზაცია – 50.0 მლნ ლარი.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაფინანსება 2 890.0 მლნ ლარს გაუტოლდა, ზტდა წინა ვერსიასთან შედარებით 46.1 მლნ ლარია.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაფინანსება შეადგენს 1 659.8 მლნ ლარს, რაც ბიუჯეტის წინა ვერსით განსაძრვრულ ასიგნებას აჭარბებს 22.3 მლნ ლარით.

შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის გათვალისწინებულია 865.0 მლნ ლარი, წინა ვერსიასთან შედარებით ზრდა 65.0 მლნ ლარია.

კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დაფინანსება განისაზღვრა 356.8 მლნ ლარით, რაც ბიუჯეტის პირველ წარდგენასთან შედარებით გაზრდილია 13.8 მლნ ლარით.

თავდაცვის სამინისტროსთვის მთავრობას დაგეგმილი აქვს 962.4 მლნ ლარი. წინა ვერსიასთან შედარებით ასიგნება გაზრდილია 44.4 მლნ ლარზე მეტით.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაფინანსება შეადგენს 593.1 მლნ ლარს, რაც ბიუჯეტის წინა წარდგენასთან შედარებით გაზრდილია 16,1 მლნ ლარამდე.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ბიუჯეტიდან გაისად ერგება  777.4 მლნ ლარი, რაც ბიუჯეტის პირველ ვერსიაზე 36.4 მლნ ლარით მეტია.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დაფინანსება შეადგენს 105.4 მლნ ლარს, რაც წინა ვერსიასთან შედარებით გაზრდილია 12.4 მლნ ლარზე მეტით;

იუსტიციის სამინისტროსთვის გათვალისწინებულია 295.6 მლნ ლარამდე. წინა ვერსიასთან შედარებით გაზრდილია 27.2 მლნ ლარამდე.

საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის გათვალისწინებულია 176.6 მლნ ლარი წინა ვერსიასთან შედარებით გაზრდილია 1.1 მლნ ლარზე მეტით;

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისთვის გათვალისწინებულია 148.7 მლნ ლარი წინა ვერსიასთან შედარებით გაზრდილია 8.7 მლნ ლარით;

სამამართლო სისტემისთვის გათვალისწინებულია ჯამში 124,9 მლნ ლარი. რაც წინა ვერსიასთან შედარებით გაზრდილია 9.1 მლნ ლარით.

საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისთვის გათვალისწინებულია 65.3 მლნ ლარი, რაც წინა ვერსიასთან შედარებით გაზრდილია 4,9 მლნ ლარით;

საქართველოს პარლამენტი და მასთან არსებული ორგანიზაციების დაფინანსება შეადგენს 68,0 მლნ ლარზე მეტს. ასიგნება წინა ვერსიასთან შედარებით გაზრდილია 3,3 მლნ ლარამდე;

სახელმწიფო აუდიტის სამსახურისთვის გათვალისწინებულია 18,5 მლნ ლარამდე. თანხა წინა ვერსიასთან შედარებით გაზრდილია 1.4 მლნ ლარამდე.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის დაფინანსება შეადგენს 31,5 მლნ ლარამდე. წინა ვერსიასთან შედარებით გაზრდილია 1.1 მლნ ლარამდე.

შეგახსენებთ, გაზრდილი ხარჯების დასაფინანსებლად, მთავრობა მომდევნო წლის საგადასახადო გეგმას 220 მილიონი ლარით, 13.3 მილიარდამდე ზრდის. 100 მილიონი ლარით, 300 მილიონ ლარამდეა გაზრდილი პრივატიზაციის გეგმა. ახალი ვალების აღების გეგმა კი 55 მილიონი ლარით, 4.34 მილიარდ ლარამდე მცირდება.

მსგავსი პოსტები

Back to top button