21 მარტი დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეა

21 მარტი დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეა.გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ ეს დღე 2012 წელს აღიარა.

ყოველი 800 ბავშვიდან ერთი დაუნის სინდრომით იბადება. დაუნის სინდრომის მქონე ბავშვი შესაძლებელია ეყოლოს ნებისმიერ ადამიანს.
დაუნის სინდრომი არა დაავადება, არამედ გენეტიკური ცვლილებაა. დაუნის სინდრომი არც მემკვიდრეობითია და არც გადამდები.

2012 წელს ეს დღე განათლების უფლებას, 2013 წელს შრომის უფლებას, ხოლო წელს სრულყოფილი სამედიცინო მომსახურების საჭიროებებს, უფლებებსა და მათზე წვდომას ეძღვნება.

დაავადება პირველად აღწერა ჯონ დაუნმა 1866 წელს, ხოლო 1959 წელს ფრანგმა გენეტიკოსმა ჯერემი ლეჟერმა, როგორც ქრომოსომული ანომალია.

ჯონ დაუნის შემოღებულია ტერმინი მონღოლიზ მი, რომლითაც ის აღწერდა ამ სინდრომის მქონე ადამიანებს. ასეთი რასისტული მიდგომა გაგრძელდა 1965 წლამდე, როცა მონღოლმა დეპუტატებმა თხოვნით მიმართეს მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციას, ტერმინი ამოეღოთ ხმარებიდან.

1972 წელს ამერიკის მონღოლიზმის საზოგადოებამ გადაირქვა სახელი და მას შემდეგ ჰქვია ამერიკის დაუნის სინდრომის ასოციაცია.
2006 წლის 21 მარტს პირველად აღინიშნა დაუნის სინდრომის მქონე პირთა საერთაშორისო დღე. დღე და თვე შემთხვევით არ აურჩევიათ, 21-ე ქრომოსომას აღნიშნავს თარიღი, ხოლო მარტი როგორც წელიწადის მესამე თვე ტრისომიულ მოვლენას.

მსგავსი პოსტები

Back to top button