თავდასხმა და 12 დაღუპული ინდოეთში

დაუდგენელმა შეიარაღებულმა პირებმა 12 ადამიანი მოკლეს და ათობით მშვიდობიანი დაჭრეს ინდოეთის ჩრდილო სამხრეთში ასსამის პროვინციაში. ინფორმაციას სამართალდამცველები ავრცელებენ.
თავადსხმა, სავაჭრო ცენტრში კოკრაჯჰართან მოხდა. დასახლება ასამის კომერციული ცენტრის, გუვაითიდან 220 კილომეტრით დასავლეთში მოხდა.

ერთ ერთი თავდამსხმელი მოკლულია. ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტოების ცნობით დაშავებულთაგან 20 ადამიანი კრიტიკულ მდგომარეობაშია, რაც იმის მანიშნებელია, რომ გარდაცვლილთა რაოდენობა შესაძლებელია გაიზარდოს.
სამართალდამცველების ცნობით, თავდასხმაში სამი ან ოთხი ადამიანი მონაწილეობდა.
„ალ ჯაზირასთან“ საუბრისას, ადგილობივმა ჟურალისტამ განაცხადა, „დაჭრილები და გარდაცვლილები მშვიდობიანი მოსახლეები არიან, მათ შორის ორი ბავშვია“

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა არავის აუღია.

თუმცა აღსანიშნავია, რომ შემთხვევამდე სამი დღის წინ პოლიციამ ბოდოლანდის ნაციონალური დემოკრატიული ფრონტის წევრები იგივე ტერიტორიაზე დააკავეს, სადაც დღევანდელი თავდასხმა მოხდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button