რეგიონი

ავტოსაგზაო შემთხვევა ლაგოდეხში

ერთი ადამიანი დაშავდა მძიმედ, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ლაგოდეხში.

შემთხვევა სოფელ აფენში 17 იანვარს გვიან საღამოს მოხდა.

თვიმხილველების ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და საპირისპირო მხარეს მოძრავ ავტომანქანას შეეჯახა.

ძლიერი შეჯახების შედეგად, მძღოლმა სხეულის სხვადასხვა სახის მძიმე დაზიანებები მიიღო.

სასწრაფო – სამედიცინო დახმარების ბრიგადამ დაშავებული გურჯაანის “ჯეოჰოსპიტალსის” კლინიკაში გადაიყვანა.

საპირისპიროდ მოძრავ ავტომობილში არავინ დაშავებულა.

გამოძიება მომხდარ ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 276- ე მუხლით დაიწყო , რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

მსგავსი პოსტები

Back to top button