უკანონოდ არავინ არავის უსმენს-შინაგან საქმეთა მინისტრი

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური ამბობს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მუშაობის პერიოდში მისი მოადგილე, სოსო გოგაშვილი, უკანონო მოსმენებთან დაკავშირებით სიცრუეს ავრცელებს. მან ჟურნალისტებს განუცხადა, რომ უკანონოდ საქართველოში მოქალაქეებს არ უსმენენ და არც პარტია “ქართული ოცნების” დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი იღებდა ჩანაწერებს.
“ეს განცხადება, რაც გააკეთა ბატონმა სოსო გოგაშვილმა, სრული სიცრუეა, იქედან გამომდინარე, რომ ბატონი ბიძინა ივანიშვილი ვერ დაავალებდა მას, არ იცნობდა. როგორ წარმოგიდგენიათ, მე ვიყავი იქ ხელმძღვანელი, რატომ დაავალებდა ადამიანს, რომელსაც არ იცნობდა. ან რა უნდა დაევალებინა?
მე არაფერს არ მავალებდა [ივანიშვილი], როგორ დამავალებდა?!. მართლა გეუბნებით უკანონო მოსმენებზე – გამორიცხეთ ეგ თემა, არ ხორციელდება. კანონით რაც არის, ეს არა მარტო კრებსებია, აუდიომოსმენა, აქ არის ოპერატიული მასალა უამრავი, რომელიც მოაქვს აგენტს – ეს რომ დაჯდეს და სუსის უფროსმა იკითხოს, ერთი კაცი ამას ვერ აუვა, ძალიან ზღვა ინფორმაციაა”, – თქვა გომელაურმა.
მან გოგაშვილის კიდევ ერთ ბრალდებას, რომ სხვადასხვა სახელმწიფო უწყებაში დასაქმებული ორი ათასამდე ადამიანი ფარულად უსმენს მოქალაქეებს, ასე უპასუხა:
“შსს-ც უსმენს კანონიერად, უფლება აქვს კანონით მინიჭებული თავდაცვის სამინისტროსაც, სუსსაც, პროკურატურასაც, სასჯელაღსრულებას – აქვთ უფლება, აიღებენ განჩინებას და მოუსმენენ”.
სოსო გოგაშვილის სახელით “ფეისბუკზე” დღეს, 15 სექტემბერს, კიდევ ერთი ბრალდება გავრცელდა ხელისუფლების მიმართ. მისი თქმით, ხელისუფლების შეცვლის მიუხედავად, მოქალაქეებს უკანონოდ უსმენენ.
“მინდა სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ “ოცნების” მმართველობის პერიოდში უკანონო მოსმენების მასშტაბმა რამდენჯერმე გადააჭარბა “ნაცების” პერიოდს. ვუსმენდით და უსმენენ ყველას, მომხრეებს, მოწინააღმდეგეებს, განურჩევლად პოლიტიკური, რელიგიური და ა.შ მრწამსისა. ისმინება არამხოლოდ ე.წ. მთავარი ობიექტი, არამედ მისი ოჯახის წევრები და გარემოცვა, რადგან ყველა ერიდება [საკუთარ] ტელეფონში რაიმე მნიშვნელოვანის თქმას”, – წერია გოგაშვილის მიმართვაში.
ამათან მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც უპასუხა კითხვას, არსებობს თუ არა უკანონო მოსმენა და არის თუ არა ამ მხრივ შიში, ვინაიდან, პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ კონკრეტულ შეხვედრაზე შესვლისას „ვფიქრობთ ტელეფონი დავიტოვოთ თუ არა“.
„რატომ არის საშიში? – უკანონოდ არავინ არავის უსმენს. არის განჩინების საფუძველზე [მოსმენა]. რა თქმა უნდა, თუ აღებული მაქვს მოსამართლის განჩინება, მოვუსმენ, აბა როგორ უნდა მოვუსმინო სხვებს?“, – განაცხადა გომელაურმა.
შეგახსენებთ, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც „ვფიქრობთ, ტელეფონი დავტოვოთ, თუ გავიტანოთ“.
„ჩვენ ვიცით, რომ ვცხოვრობთ ჯერ კიდევ ქვეყანაში, სადაც ყველანი, სადმე რომ შევდივართ და საუბარი გვინდა, ვფიქრობთ იმაზე, ტელეფონი დავიტოვოთ თუ გავიტანოთ“, – განაცხადა პრეზიდენტმა.
საზოგადოებაში მასობრივ უკანონო მოსმენებთან დაკავშირებით ეჭვები მას შემდეგ გაჩნდა, რაც 2021 წლის 13 სექტემბერს “სუსის ფაილების” სახელით ასობით დოკუმენტი გავრცელდა. მათი დიდი ნაწილი სასულიერო პირების კომუნიკაციას ასახავდა. ჩანაწერების ავთენტურობას ადასტურებდნენ ამ ფაილებში ნახსენები ჟურნალისტები და სამოქალაქო აქტივისტებიც.სოსო გოგაშვილი 16 ივლისს საკუთარ სახლში დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით (მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია.), 157-ე მუხლის მე-4 ნაწილით (პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვება, შენახვა, გავრცელება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით) და 236 მუხლის მე-3 ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.
გოგაშვილმა დაკავებამდე “ფეისბუკზე” დაწერა, რომ ფლობდა ხელისუფლების მამხილებელ ინფორმაციას. მისი სახელით “ფეისბუკზე” ასევე დაიწერა არაერთი ბრალდება მოქმედი შინაგან საქმეთა მინისტრის მიმართ, რომლის მოადგილედაც ის მუშაობდა. გოგაშვილმა ერთ-ერთ განცხადებაში ისიც თქვა, რომ უწყებიდან წამოსვლა, მტკიცებულებების მოგროვება და მხილება არჩია.
შეგახსენებთ რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი მაღალჩინოსანი, სოსო გოგაშვილი ციხიდან მორიგ წერილს აქვეყნებს და ამბობს, რომ “ქართული ოცნების” მმართველობის პერიოდში უკანონო მოსმენების მასშტაბმა რამდენჯერმე გადააჭარბა ენმ-ს პერიოდს.
გოგაშვილი აცხადებს, რომ ხელისუფლება მასობრივად და უკანონოდ უსმენს ადამიანების პირად კომუნიკაციას. მისი სახელით გამოქვეყნებულ ფეისბუკპოსტში ნათქვამია, რომ ამ პროცესში ჩართულია სხვადასხვა საგამოძიებო უწყება.
“მინდა სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ “ოცნების” მმართველობის პერიოდში უკანონო მოსმენების მასშტაბმა რამდენჯერმე გადააჭარბა “ნაცების” პერიოდს. ვუსმენდით და უსმენენ ყველას, მომხრეებს, მოწინააღმდეგეებს, განურჩევლად პოლიტიკური, რელიგიური და ა.შ მრწამსისა. ისმინება არამხოლოდ ე.წ. მთავარი ობიექტი, არამედ მისი ოჯახის წევრები და გარემოცვა, რადგან ყველა ერიდება [საკუთარ] ტელეფონში რაიმე მნიშვნელოვანის თქმას”, – წერია გოგაშვილის მიმართვაში.
ამავე პოსტში უკანონო მიყურადების მასშტაბებზეც არის საუბარი.
“[ბიძინა] ივანიშვილი [მმართველი პარტიის დამფუძნებელი] მოსმენებისთვის იყენებს არამარტო სუს-ს, არამედ შსს, თავდაცვის სამინისტროს, კრიმინალურ პოლიციას, დაზვერვასა და პროკურატურას. საბოლოოდ, უკანონო მოსმენებს ახორციელებს დაახლოებით 2000 ოპერატიული მუშაკი. თითოეულ მათგანს საშუალოდ ჩართული ჰყავს 50 ობიექტი, ერთდროულად შესაძლებელია დაახლოებით 100 000 ადამიანის მოსმენა…
მისი განცხადებით, “კონტროლდება” პრეზიდენტის ოფისი, ოპოზიციური პარტიების ოფისები, არასამთავრობო ორგანიზაციების, საერთაშორისო მისიების, რელიგიური კონფესიების და ა.შ. ოფისები.
სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსანი ამბობს, რომ “ოტოს” პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი ამოწმებს, თუმცა, ინსპექტორი წინასწარ უკავშირდება სუს-ის უფროსსა და აფრთხილებს დაგეგმილი შემოწმების შესახებ.
“უკანონო მოსმენები რომ მიმდინარეობს ჩვენს ქვეყანაში, ეს უკვე ყველამ იცის. ამ მძიმე უფლების დარღვევას სამწუხაროდ საზოგადოება მიეჩვია და ყურადღებას აღარ აქცევს სათანადოდ. მინდა სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ ოცნების მმართველობის პერიოდში უკანონო მოსმენების მასშტაბმა რამდენჯერმე გადააჭარბა ნაცების პერიოდს. ვუსმენდით და უსმენენ ყველას, მომხრეებს, მოწინააღმდეგეებს, განურჩევლად პოლიტიკური, რელიგიური და ა.შ მრწამსისა. ისმინება არამხოლოდ ე.წ მთავარი ობიექტი, არამედ მისი ოჯახის წევრები და გარემოცვა, რადგან ყველა ერიდება ტელეფონში რაიმე მნიშვნელოვანის თქმას, თუმცა თუ ობიექტი მის ახლობელს ეტყვის რაიმეს საიდუმლოდ, ამ უკანასკნელმა შეიძლება ვინმეს ტელეფონით გაუმხილოს, რაც ოტოს აძლევს საშუალებას გაიგოს, რას ფიქრობს მთავარი ობიექტი. ივანიშვილი მოსმენებისათვის იყენებს არამარტო სუსს, არამედ შსს, თავდაცვის სამინისტროს, კრიმინალურ პოლიციას, დაზვერვასა და პროკურატურას.
საბოლოოდ, უკანონო მოსმენებს ახორციელებს დაახლოებით 2000 ოპერატიული მუშაკი. თითოეულ მათგანს საშუალოდ ჩართული ჰყავს 50 ობიექტი, ერთდროულად შესაძლებელია დაახლოებით 100 000 ადამიანის მოსმენა. ოტოს შემოწმებას ახორციელებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი, თუმცა ეს ფიქტიურია. ინსპექტორი წინასწარ უკავშირდება სუსის უფროსსა და აფრთხილებს დაგეგმილი შემოწმების შესახებ. სუსის უფროსი თავის მხრივ აფრთხილებს ოტოს უფროსს და გეგმიური შემოწმების დროს უკანონო მოსმენები ჩერდება. ამ პერიოდში უსმენენ მხოლოდ განჩინებით ,,შემოწმება’’ გრძელდება დაახლოებით ორი კვირა. გარდა ჯი ეს ემ (GSM) ქსელიების მოსმენისა, ოტო უკანონოდ უსმენს ვირუსების საშუალებით სხვადასხვა აპლიკაციების, კომპიუტერების, ლეპტოპების, ასევე შეიძლება ოფისების უკანონო აღჭურვა. კონტროლდება პრეზიდენტის ოფისი, ოპოზიციური პარტიების ოფისები, ენჯეოების, საერთაშორისო მისიების, რელიგიური კონფესიების და ა.შ.
ე.წ ,,ვიპ პერსონების’’ საუბრებს ოტო უგროვებს ივანიშვილს და ყოველდღიურ რეჟიმში აწვდის მას. ჩემს პერიოდში ოტოდან ბექა მამარდაშვილი მე მიგზავნიდა ამ კრებსებს, რომელსაც ვამუშავებინებდი სპეციალურ ჯგუფს და ყოველ მეორე დღეს ვატანდი ჩემს თანამშრომლებს ივანიშვილთან, კობახიძესთან, პარტიაში და პრემიერ მინისტრთან, რა თქმა უნდა გომელაური იღებდა სრულ პატაკს. ივანიშვილი, ინფორმაციის გაცნობის შემდეგ, საჭიროების შემთხვევაში გვაძლევდა მითითებებს (სუსსა და პარტიას), რომელი ობიექტისთვის რა უნდა გაგვეკეთებინა.
ივანიშვილმა ამ ბინძურ საქმეში ჩაგვრთო და გაგვსვარა ყველა პრემიერიდან დაწყებული რიგითი ოტოშნიკით დამთავრებული. რა თქმა უნდა ამ ყველაფრის დამადასტურებელი მტკიცებულებები არსებობს, არიან ადამიანები, ვინც ამას დაადასტურებენ.
ივანიშვილმა ამ ბინძურ საქმეში ჩაგვრთო და გაგვსვარა ყველა პრემიერიდან დაწყებული რიგითი ოტოშნიკით დამთავრებული. რა თქმა უნდა ამ ყველაფრის დამადასტურებელი მტკიცებულებები არსებობს, არიან ადამიანები, ვინც ამას დაადასტურებენ”, – წერია პოსტში.
სახელმწიფო უწყებების სახელით სოსო გოგაშვილის მხრიდან გავრცელებულ ბრალდებებთან დაკავშირებით განცხადებები არ ვრცელდება. შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა, რომლის ხელმძღვანელობის დროსაც სუსში გოგაშვილი მისი მოადგილე იყო, 19 აგვისტოს თქვა, რომ “კარგად ჩანს, მისმა ქმედებებმა სადამდეც მიიყვანა”.
“სოსო გოგაშვილზე გული მწყდება. 2013 წელი იყო რომ გავიცანი და წამოვიყვანე. ის იყო რიგით თანამდებობაზე, მე მაშინ მოადგილე ვიყავი, ირაკლი ღარიბაშვილი იყო შინაგან საქმეთა მინისტრი. მას ვთხოვე და ჩემს საკურატოროში გადმოვიყვანე, დავაწინაურე. ბოლოს გახდა ჩემი პირველი მოადგილე. თითქმის სამი წელი იყო ჩემი მოადგილე. ის იყო ჩემი ოჯახის ახლობელიც, ისე დავახლოვდით და ახლა ის აცხადებს, სამწუხაროდ, თურმე სამი წელი იდგა და აგროვებდა ჩემზე კომპრომატებს, ჩვენს გუნდზე კომპრომატებს.
2018 წელს მოხდა მისი თანამდებობიდან გათავისუფლება. რატომ მოხდა, თვითონ კარგად იცის. არაერთხელ დამიცვია გუნდისგან. ახლა არ ვიტყვი. ორჯერ გითხარით, რომ არ ვიტყვი [ეუბნება ჟურნალისტს]…” – თქვა გომელაურმა მაშინ.
სოსო გოგაშვილი 16 ივლისს საკუთარ სახლში დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით (მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია.), 157-ე მუხლის მე-4 ნაწილით (პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვება, შენახვა, გავრცელება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით) და 236 მუხლის მე-3 ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.
გოგაშვილმა დაკავებამდე “ფეისბუკზე” დაწერა, რომ ფლობდა ხელისუფლების მამხილებელ ინფორმაციას. მისი სახელით “ფეისბუკზე” ასევე დაიწერა არაერთი ბრალდება მოქმედი შინაგან საქმეთა მინისტრის მიმართ, რომლის მოადგილედაც ის მუშაობდა. გოგაშვილმა ერთ-ერთ განცხადებაში ისიც თქვა, რომ უწყებიდან წამოსვლა, მტკიცებულებების მოგროვება და მხილება არჩია.