საქართველოში საწვავი გაძვირდა

საერთაშორისო ბაზარზე ნავთობზე ფასის ზრდამ და ლარის კურსის ბოლოდროინდელმა მერყეობამ საქართველოში ნავთობპროდუქტებზე უკვე ჰპოვა ასახვა.

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით, გარე და შიდა ფაქტორების გავლენით თითქმის ყველა ტიპის საწვავი 10 თეთრით გაძვირდა.

როგორც კავშირის ხელმძღვანელმა, ვანო მთავრალაშვილმა განაცხადა, ბოლო 5 თვის განმავლობაში საწვავზე ფასი მცირდებოდა, ხოლო ზრდა დაფიქსირდა ორჯერ-აგვისტოს მეორე ნახევარში და ახლა, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, რაც გამოწვეულია საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის გაძვირებით და ლარის დევალვაციით.

მსგავსი პოსტები

Back to top button