BMW ახალი უპილოტო ავტომობილების გამოშვებას გეგმავს [Photo/video]

გერმანულმა კონცერნმა BMW-მ, ამერიკულმა კომპანია Intel-მადაისრაელის Mobileye-მახელშეკრულებას ხელი მოაწერეს, რომლის თანახმად, ავტონომიური მართვის ტექნოლოგიას აღნიშნული კომპანიები ერთობლივად შეიმუშავებენ, – იუწყება The Wall Street Journal.
გამოცემის ინფორმაციით, გერმანულ ავტოკონცერნი BMW, Mobileye და Intel-ი ურთიერთთანთანამშრომლობით 2021 წლისთვის უნივერსალური, უსაფრთხო და მაღალტექნოლოგიური უპილოტო ავტომობილის შექმნას გეგმავს. ავტოპილოტი მზად 5 წლის შემდეგ იქნება. უპილოტო ავტომობილის განმასხვავებელი ნიშანი ისაა, რომ მანქანის ტარების პროცესი სრულიად ავტომატიზებულია.
როგორც ცნობილია, ავტომატური გადაადგილების განვითარებაზე Google და Apple-ც მუშაობენ. მათი პროექტები რამდენიმე წელიწადში დასრულდება. ამის გარდა, ავტოპილოტის შექმნაზე Volkswagen, Volvo, General Motors, Toyota, Daimler და Fiat Chrysler-იც უშაობენ.
აღსანიშნავია, რომ მომხმარებელი BMW-ს, Intel-ისა და
Mobileye-ს უპილოტო ავტომობილების გამოძახებასაც შეძლებს, მოძრაობის საჭირო მიმართულებას მიუთითებს და მანქანა დანიშნულების ადგილზე თვითონ მიიყვანს.