ბავშვების რაოდენობა იაპონიაში ისტორიულად დაბალ ნიშნულამდე დაეცა [Photo]

იაპონიაში 15-წლამდელ არასრულწლოვანთა რიცხვმა 1950 წლიდან ყველაზე დაბალ ნიშნულს მიაღწია. ამის შესახებ იაპონიის ადმინისტრაციულ საქმეთა და კომუნიკაციების სამინისტროს ანგარიშშია ნათქვამი.

ქვეყნის 127-მილიონიან მოსახლეზე 15-წლამდელთა ბავშვების რიცხვი მხოლოდ 16 მილიონს აღწევს, რომელთა რაოდენობა 150 ათასით შემცირდა. ამჟამდ, ბავშვები იაპონიის მოსახლეობის 13%-ს შეადგენენ, რაც თავისთავად რეკორდულად დაბალი მაჩვენებელია.

ბავშვების რაოდენობის შემცირება დაბალ შობადობას უკავშირდება. იაპონიის მთავრობამ შობადობის ამაღლება საერო ამოცანად გამოაცხდა, მაგრამ მისმა ძალისხმევამ ჯერჯერობით შედეგი ვერ გამოიღო.

ამავე დროს, ქვეყანაში ხანდაზმულ ადამიანთა რიცხვი კატასტროფულად იზრდება. იქ სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა მსოფლიოში ყველაზე მაღალია, რომელიც იაპონელი მამაკაცებისთვის 80,5 წელს, ხოლო ქალებისთვის 86,83 წელს შეადგენს.

სტატისტიკური მონაცემებით, იაპონიის მოსახლეობის 34,8 მილიონი ადამიანის ასაკი 65 წელს აღემატება, რაც ქვეყნის ისტორიის მანძილზე რეკორდული ციფრი გახდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button