მნიშვნელოვანიმსოფლიოსაქართველოსიახლეები

საქართველო 5 ქვეყანას საზღვარს უპირობოდ უხსნის

უწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველო 5 სახელმწიფოსთან საზღვარს უპირობოდ ხსნის. ამის შესახებ განცხადება პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ირაკლი ჩიქოვანმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„დღეისათვის იმ ქვეყნებიდან, ვინც საქართველოს უპირობოდ გაუხსნა საზღვარი, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველო ასევე უპირობოდ ხსნის საზღვარს 5 სახელმწიფოსთვის. ეს არის გერმანია, საფრანგეთი, ლატვია, ლიეტუვა და ესტონეთი.” – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

რაც შეეხება დანარჩენ ქვეყნებს, უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ გაითვალისწინა, რომ რამდენიმე ქვეყანამ საზღვრები გაუხსნა ევროკავშირის მიერ განსაზღვრული უსაფრთხო ქვეყნების სიაში არმყოფ სახელმწიფოებსაც.

მოისმინეთ ირაკლი ჩიქოვანის ხმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button