განხორციელებული ტერაქტების შემდეგ ბელგიამ საზღვრები გადაკეტა [Photo]

ბრიუსელში განხორციელებული 6 აფეთქების შემდეგ, რომლებსაც ხელისუფლებამ ტერაქტების კვალიფიკაცია მიანიჭა, ბელგიამ საზღვრები გადაკეტა, – იუწყება ტელეარხი RTBF.

ქვეყანაში ტერორისტული საფრთხის დონემ მაქსიმუმს მიაღწია.

ხელისუფელებამ ბრიუსელში მეტროს, ავტობუსებისა და ტრამვაის მოძრაობა შეაჩერა.

უსაფრთხოების ზომების გაძლიერებასთან დაკავშირებით, ბელგიის დედაქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტიდან, მუზეუმედიან და ბრიუსელის თავისუფალი უნივერსტიტეტიდან ხალხის მასობრივი ევაკუაცია მიმდინარეობს.

სააგენტო Belga-ს ინფორმაციით, ბრიუსელში პრემიერ-მინისტრის კანცელარიის შენობიდან და ბელგიის ფედერალური პარლამენტიდან ხალხის ევაკუცია განხორციელდა.

როგორც ცნობილია, 22 მარტს ბრიუსელის აეროპორტსა და მეტროს სადგურებში ტერაქტების სერია მოხდა. ადგილობრივი პრესის ინფორმაციით, მეტროს სადგურ “მალბეკის” მატარებლის ვაგონი აფეთქდა.

თვითმხილველების განცხადებით, აეროპორტში აფეთქებას წინ უძღოდა არაბულ ენაზე ყვირილი და სროლა.

ბოლო მონაცემებით, ტერაქტების შედეგად 26 ადამიანი დაიღუპა.

[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”31855″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery”][/inpost_gallery]

მსგავსი პოსტები

Back to top button