ბრიტანეთში მოხუცი ლგბტ-ების თავშესაფარს ააშენებენ

3 წლის შემდეგ, ბრიტანეთში, მოხუცი სექსუალური უმცირესობის წარმომადგენლებისთვის სახლს ააშენებენ, – იუწყება BuzzFeed.

დაწესებულება ერთდროულად 150 მდგმურს შეიკედლებს. პროექტის ორგანიზატორების ვარაუდით, სახლი ლონდონში ან ბრაიტონში აშენდება.

ბრიტანეთში, 2010 წელს, ლგბტ-თემის წარმომადგენელთა აღწერის შედეგად გაირკვა, რომ ქვეყანაში 1 მილიონამდე მოხუცი გეი და ლესბოსელი ცხოვრობს.

თავშესაფრის მშენებლობის ინიციატორი – კომპანია Tonic Housing-ია. მსგავსი სახლები უკვე ფუნქციონირებს: აშშ-ში, გერმანიაში, ესპანეთსა და შვედეთში.

მსგავსი პოსტები

Back to top button