მნიშვნელოვანისიახლეები

რაჭაში მაშველებმა სტიქიის ზონაში მიწის მასის დამუშავებისას ორი ცხედარი იპოვეს

რაჭაში, დამეწყრილ ტერიტორიაზე ორი ადამიანის ცხედარის პოვნა მედიას შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრში დაუდასტურეს. მათი განცხადებით, ცხედრები მიწის მასის დამუშავებისას ნახეს. დაღუპულის შესახებ ცნობა თავდაპირველად „მთის ამბებმა” გაავრცელა.

სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენებმა შოვიდან ადამიანების ევაკუაცია რამდენიმე საათის წინ დაიწყეს. ღონისძიებაში ჩართულია სასაზღვრო პოლიციის 2 ვერტმფრენი. შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა სტიქიის ზონიდან 70-მდე მოქალაქე გამოიყვანეს. რაჭაში, შოვში, მეწყრის ჩამოწოლის შესახებ ინფორმაცია 3 აგვისტოს გავრცელდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური აცხადებს, რომ ამის შესახებ 112-ზე არაერთი შეტყობინება შევიდა.
საგანგებო სიტუაციების სამსახურში განაცხადეს, რომ სტიქიის ზონაში სამძებრო-სამაშველო ღონისძიებები მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდება.
ცნობისთვის კურორტ შოვში მეწყერის ჩამოწოლის შედეგად გარდაცვლილი ადამიანების იდენტიფიცირება ჯერჯერობით ვერ ხერხდება. ცხედრებს ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში გადაასვენებენ.

მაშველებმა სტიქიის ზონაში მიწის დამუშავების დროს ორი ცხედარო იპოვეს. ცხედრებს მაშველებმა, მიწის მასაში, სასტუმროს მიმდებარედ მიაგნეს. ჯერჯერობით უცნობია ვინ არიან ეს ადამიანები, ცხედრებს იდენტიფიცირებისთვის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში გადაასვენებენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button