ინგა გრიგოლიას პირადი ცხოვრების კადრების გასაჯაროვებით ემუქრებიან [Audio]

ჟურნალისტ და ტელეწამყვან ინგა გრიგოლიას პირადი ცხოვრების გასაჯაროვებით ემუქრებიან. მან მუქარას პირდაპირ ეთერში უპასუხა და განაცხადა, რომ შანტაჟი მას ვერ გააჩერებს.ციტატა ინგა გრიგოლიას განცხადებიდან:

“მოგესალმებით თქვენც, ვისაც ასე ძალიან გინდათ, რომ მე ახლა აქ არ ვიჯდე. მოგესალმები შენ, ვისაც ასე ძალიან გინდა, რომ შანტაჟის შიშით ქვეყანა დავტოვო და ჩემს საქმეზე უარი ვთქვა იმიტომ, რომ შენ კომფორტულად იგრძნო თავი. მე ინგა ვარ, გრიგოლია – ქალი, დედა, შვილი და მეგობარი. მყავს არაჩვეულებრივი შეყვარებული, მაქვს სექსი და ასეც ვაპირებ გავაგრძელო ჩემი ცხოვრება. ხოლო თქვენ კი, ვინც ჩემი პირადი ცხოვრების გასაჯაროებით მემუქრებით და მოითხოვთ, რომ ქვეყანა დავტოვო, პირობას გაძლევთ, თავს შევაკლავ ჩემი და სხვა ადამიანების უფლებების დაცვას და ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ციხეში მრავალი წლით აღმოჩნდეთ ამ კადრების გადამღებიც და განმახორციელებელიც. წლების წინ მე ჩემი შვილის მოკვლის მუქარამ ვერ გამაჩერა და ვერ გამაჩუმა. ეს გამოუძიებელი საქმე აქამდე გამოუძიებელი იდო სოდში და მე აქამდე ამაზე პირდაპირ ეთერში არასდროს არ მისაუბრია”, – განაცხადა გრიგოლიამ.

დღეს, სოციალური ქსელის, Youtube-ს მეშვეობით პოლიტიკოსებს და ჟურნალისტებს პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გამოქვეყნებით დაემუქრნენ. როგორც გავრცელებულ ვიდეოშია ნათქვამი, თუ დასახელებული პირები 31 მარტამდე არ დატოვებენ მოქმედ საქმიანობას, მათი ცხოვრების ამსახველი კადრები გავრცელდება.

მსგავსი პოსტები

Back to top button