„ქართული ოცნების“ აქციაში მოქალაქეებთნ ერთდ ცოტნე ივანიშვილიც იღებს მონაწილეობას
შეკრებილებს სიტყვით მიმართავს „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი

რუსთაველის გამზირზე „ქართული ოცნების“ ორგანიზებულ „საყოველთაო სახალხო შეკრებაზე“ მოქალაქეები იკრიბებიან.
რუსთაველის გამზირზე მათ შეკრება 18:00 საათიდან დაიწყეს.
„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებმა ფილარმონიიდან რუსთაველის გამზირისკენ მსვლელობა გამართეს, მათ შეუერთდა ბიძინა ივანიშვილის უმცროსი შვილი ცოტნე ივანიშვილი. 22 აპრილს გახდა ცნობილი, რომ მმართველი პარტია „აგენტების კანონის“ მხარდაჭერის მიზნით, 29 აპრილს კონტრაქციას გამართავდა. „მე ვარ საქართველოს პატრიოტი, მე მიყვარს ჩემი სამშობლო. ჩვენ ღირსეული წევრები უნდა გავხდეთ აუცილებლად ევროპული ოჯახის. ეს კანონი არის აბსოლუტურად ქართული. სასაცილოა იმის მტკიცება, რომ ეს კანონი რუსულია. ოდითგანვე გამჭვირვალობა იყო ევროპული ღირებულება. მე აქ ვარ, რომ ჩემი პოზიცია დავაფიქსირო“, – უთხრა მსვლელობაში მონაწილე ცოტნე ივანიშვილმა ჟურნალისტებს. მსვლელობაში მონაწილეობს ცოტნე ივანიშვილი. მათ გაშლილი აქვთ ბანერი წარწერით: “ღირსებით ევროპისკენ”.
საკანონმდებლო ორგანოსთან დამონტაჟებულია სცენა, სადაც 20:00 საათიდან სიტყვით გამოსვლებია დაგეგმილი.
როგორც ცნობილია, საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებილ მოქალაქეებს პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი მიმართავს. ამასთან, შეკრებილებს სიტყვით მიმართავს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე, ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი ღარიბაშვილი და „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, კახა კალაძე.
პარლამენტმა 17 აპრილს პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით მიიღო „აგენტების კანონი“. კანონპროექტს მოქალაქეები მრავალათასიანი დემონსტრაციებით აპროტესტებენ.
29 აპრილს კანონპროექტს იურიდიულ საკითხთა კომიტეტი მეორე მოსმენით განიხილავს.
რუსთაველის გამზირზე რუსული კანონის მხარდამჭერი, ქართული ოცნების მიერ ორგანიზებული კონტრაქცია არის დაგეგმილი.