მსოფლიოსიახლეები

52 763 კორონავირუსით ინფიცირებული რუსეთში

რუსეთის მთავრობის ინფორმაციით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 50 ათასს გადააჭარბა. ამის შესახებ ცნობა კორონავირუსთან ბრძოლის ოპერატიული შტაბის გვერდზეა მოცემული.

ამავე ინფორმაციით, ბოლო 24 საათში ქვეყანაში კორორონავირუსის 5 642 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. გამოვლენილი შემთხვევების 45% უსიმპტომო იყო. ჯამში, ინფიცირებულთა რაოდენობა 52 763-მდე გაიზარდა.

ამასთან, ქვეყანაში ბოლო 24 საათის მანძილზე კორონავირუსს 51 ადამიანი ემსხვერპლა და საერთო ჯამში, ვირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 456-ს მიაღწია.

გამოჯანმრთელებულია 3 873 პირი.

მსგავსი პოსტები

Back to top button