მნიშვნელოვანირეგიონი

საოკუპაციო რეჟიმმა დაკავებული მოლაშქრეები გაათავისუფლა

თრუსოს ხეობაში დაკავებული 5 ახალგაზრდა საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა გაათავისუფლეს.

ახალგაზრდები საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ცოტა ხნის წინ გადმოვიდნენ. ცხინვალის იზოლატორიდან მათ გამოშვებას მშობლები და მეგობრები ერგნეთში ელოდებოდნენ.

გათავისუფლებულ მოლაშქრეებს, მცხეთის პოლიციის სამმართველოში გამოკითხავენ.

სამხრეთ ოსეთის დეფაქტო რესპუბლიკის საინფორმაციო სააგენტო „რესი“-ს თანახმად, 28 აგვისტოს, ჯავის რაიონში, ყელის ტბასთან, რუსეთისა და დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის სამხედროებმა საქართველოს 5 მოქალაქე ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით დააკავეს.

მსგავსი პოსტები

Back to top button