მნიშვნელოვანისაქართველო

“25 იანვრამდე თოვლი და ქარი, ზღვაზე კი 4-5-ბალიანი შტორმია მოსალოდნელი”

23 იანვრიდან 25 იანვრამდე საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, უმეტესად თოვლის სახით, მთაში და მაღალმთაში ზოგან ძლიერი, ნისლი და ქარბუქი, დროგამოშვებით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.

ამის შესახებინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. მათი ცნობით, ზღვაზე მოსალოდნელის 4-5 ბალიანი შტორმი.

“მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია მთიან ზონებში ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება გამოიწვიოს”, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მსგავსი პოსტები

Back to top button