მნიშვნელოვანისიახლეები

ჩაკეტვები დაიწყო – ცაგერის სამ სოფელში გადაადგილება შეზღუდეს

რადიო ჰერეთისთვის ცნობილი გახდა, რომ კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო ცაგერის მუნიციპალიტეტის სამი სოფელი ჩაიკეტა.

შესვლა და გამოსვლა „პისიარ“ ტესტირების პასუხების გარეშე აიკრძალა ორბელის, ლაჯანისა და ლაილაშის თემებში.

რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის გუბერნატორის, გიორგი მაქარაშვილის ინფორმაციით, მიზეზი კორონავირუსის გახშირებული რაოდენობა გახდა.

სოფლებში კორონავირუსის შვიდი ახალი შემთხვევა დღეს გამოვლინდა. სულ კი რეგიონში ამ დროისთვის 12 დადასტურებული შემთხვევაა.

ცაგერის ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის თეა გურჩიანის განცხადებით, 5 ინფიცირებული სოფელ ორბელს, 2 კი სოფელ ლაჯანას ეკუთვნის. „პისიარ“ კვლევისთვის 121 ბიოლოგიური ნიმუში ლაბორატორიაში გუშინ გაიგზავნა და პასუხები გვიან ღამით გახდა ცნობილი.

ვიდრე ჩაკეტილი სოფლები არ გაიხსნება, სურსათითა და მედიკამენტებით თემს სადისტრიბუციო კომპანიის მანქანები მოამარაგებენ.

ამ დროისთვის 350 მდე ადამიანია გატესტილი და ეპიდემიოლოგები ამ კუთხით მუშაობას განაგრძობენ.

კონტაქტების მოძიება და მიზნობრივი ტესტირება გრძელდება.

მსგავსი პოსტები

Back to top button