მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

თუშეთის მიმართულებით ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა

თუშეთის მიმართულებით ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა. ტრანსპორტის მოძრაობის აკრძალვა რთულმა მეტეოროლოგიურმა პირობებმა გამოიწვია.

საგზაო დეპარტამენტის ინფორმაციით, ფშაველი-ბანო-ომალოს გზაზე უხვი ნალექი მოვიდა.

” ნალექის გარდა, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ფშაველი–აბანო–ომალოს საავტომობილო გზის კმ10-კმ72 მონაკვეთზე,ჩამოწოლილია ნისლიც. ამ მიზეზით, გზაზე, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია”- აცხადებენ უწყებაში.

თუშეთისაკენ მიმავალი საავტომობილო გზა, უხვი ნალექის გამო, რამდენიმე დღის წინაც ჩაიკეტა.
ფშაველი- აბანო- ომალოს გზა, ყოველი წლის ოქტომბრის ბოლოს, 6 თვის განმავლობაში იკეტება.
თუშეთში მუდმივად დარჩენილ ოჯახებს, ზამთრის სეზონზე,კვირაში ერთხელ, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ემსახურება.

მსგავსი პოსტები

Back to top button