მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

საქართველოს პრეზიდენტი თვითიზოლაციაში გადადის

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი თვითიზოლაციაში გადადის. ინფორმაციას ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

სალომე ზურაბიშვილს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან 3 აპრილს ჰქონდა შეხება. ღარიბაშვილს კორონავირუსი დღეს, 6 აპრილს დაუდასტურდა.

„რისკების თავიდან აცილების მიზნით, საქართველოს პრეზიდენტი თვითიზოლაციაში გადადის, მიუხედავად იმისა, რომ ის კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი დოზით უკვე აცრილია.
აღნიშნული პროცესის პარალელურად, პრეზიდენტი PSR ტესტს არსებული პროტოკოლის შესაბამისად იკეთებს“, – აღნიშნულია პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სალომე ზურაბიშვილი “ასტრაზენეკას” ვაქცინის პირველი დოზით 18 მარტს აიცრა.

მსგავსი პოსტები

Back to top button