სპორტი

ტოტენჰემიდან ეშპირიტუს წასვლა გადაწყვეტილია

მანჩესტერ იუნაიტედთან საშინაო მატჩში მტკივნეული მარცხის დროს ტოტენჰემის მწვრთნელმა ნუნუ ე3შპირიტუმ ლუკას მოურას შეცვლა გადაწყვიტა, რამაც გულშემატკივართა აღშფოთება და კრიტიკა გამოიწვია.

კლუბის ხელმძღვნელობამ ამ ინციდენტის შემდეგ ეშპირიტუს გაშვება გადაწყვიტა,თუმცა ბჭობა იმის შესახებ, თუ რა იქნებოდა მათი მორიგი სცვლა, ანუ ვინ გახდება შემდეგი მწვრთნელი, – არ დაუსრულებია.

არადამაკმაყოფილებელი სატურნირო მდგომარეობის გარდა, ტოტენჰემი თამაშითაც ძალიან ცუდად გამოიყურება. ეს კი ლონდონელთა ხელმძღვანელობას აფიქრებინებს, რომ უახლოეს მომავალში შედეგები არ გამოსწორდება და ტოტენჰემის კრიზისს ღრმა საფუძვლები აქვს.

ახლა მთავარი კითხვაა, როდის დატოვებს კლუბს ტოტენჰემის პორტუგალიელი თავკაცი. მოურინიოს წასვლის შემდეგ, პარატიჩის მაშინაც ანტონიო კონტეს დანიშვნა სურდა.

ბრიტანული პრესა ახლაც წერს, რომ გუშინ პარატიჩი კონტეს ისევ ესაუბრა. პრობლემა ის არის, რომ კონტეს ტოტენჰემის ვარიანტი არ მოსწონს და მიიჩნევს, რომ ამ გუნდს ამ შემადგენლობით დიდი მიზნებისთვის ბრძოლა არ შეუძლია.

მოკლედ, ტოტენჰემში ფიქრობენ, რომ ნუნუს წასვლა დროის ამბავია, თუმცა მისი შემცვლელი არ ჰყავთ და ამიტომაც ამ გადაწყვეტილებას ვერ იღებენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button