მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

კორონავირუსით ლეტალობის მაჩვენებელი კვლავ მაღალი რჩება

კორონავირუსით ლეტალობის მაჩვენებელი კვლავ მაღალი რჩება. ეპიდემიოლოგები მოსახლეობას კიდევ ერთხელ რეგულაციების მკაცრად დაცვისა და ვაქცინაციისკენ მოუწოდებენ.

“სიკვდილიანობა მაღალი რჩება და ერთადერთი ბერკეტი ამ ყველაფერთან საბრძოლველად არის ვაქცინა, იმიტომ, რომ ჩვენ შეგვიძლია ვნახოთ იმ ქვეყნებში, სადაც მაღალია ვაქცინაციის პროცენტი, დაბალია სიკვდილიანობა და დაბალია ჰოსპიტალიზაცია. ამიტომ, ჩვენ მოსახლეობას მინდა მივმართო, რომ ვაქცინა გიცავს კოვიდის მძიმე მიმდინარეობისგან,“ – ამბობს ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა.

რესპუბლიკური საავადმყოფოს პედიატრიულ განყოფილებაში მკურნალობას განაგრძნობენ კორონავირუსით ინფიცირებული მოზარდები.

“ამჟამად, პედიატრიულ განყოფილებაში მკურნალობს 15 პაციენტი. პარალელურად, მათი მშობლები, რომელთაც დადასტურებული აქვთ კოვიდ ინფექცია. ინტენსიურ თერაპიაში მკურნალობს ორი პაციენტი და მათი მდგომარეობა დინამიკაში გაუმჯობესებულია და ვამზადებთ პედიატრიულ განყოფილებაში გადასაყვანად. ზოგადად, მდგომარეობა სტაბილურია, ძირითადად, ინტოქსიკაციით მიმდინარეობს დაავადება,“ – ამბობს თინათინ იმერლიშვილი.

სპეციალისტები მოსახლეობას კვლავ აქტიური ვაქცინაციისკენ მოუწოდებენ.

გასული დღე-ღამის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსის 2 515 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა კიდევ 60 ადამიანი.

ბოლო24 საათში ქვეყანაში ვირუსისგან 2 829 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

 

მსგავსი პოსტები

Back to top button