სპორტი

ევროპის ჩემპიონატი ნახევარფინალების მოლოდინში. 4-ვე ნაკრები ცნობილია

ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატზე დღეს 2 დღიანი შესვენება მთავრდება.

ხვალიდან კი ნახევარფინალური შეხვედრები გაიმართება.

ორივე წყვილი ცნბილია: 6 ივლისს ლონდონში იტალიის ნაკრები ესპანეთს დაუპირისპირდება. 7 ივლისს კი ინგლისი საკუთარ კედლებში დანიას მიიღებს. წინა, მეოთხედფინალური ტური გუნდებმა ასე დაასრულეს: დანიამ ჩეხეთს 2:1 მოუგო; ესპანეთმა კი შვეიცარია დაამარცხა. იტალიამ ბელგიის ნაკრები გამოთიშა ტურნირს და საკონტინენტო პირველობის ყველაზე სანახაობრივ შეხვედრაში ინგლისის ნაკრებმა ანდრეი შევჩენოს გაწვრთნილ უკრაინის ნაკრებს 4 უპასუხო გოლი გაუტანა.

შეგახსენებთ, რომ ტურნირის ფინალი “უემბლიზე” 11 ივლისს გაიმართება.

მსგავსი პოსტები

Back to top button