მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

რუსეთის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა განკარგულებას რუსეთის მოქალაქეების სამხედრო სამსახურში გაწვევის შესახებ

ახალწვეულებს უკრაინასთან საბრძოლო მოქმედების ზონაში არ გაგზავნიან

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას სავალდებულო სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევის შესახებ.

გაწვევა მოხდება 1 აპრილიდან 15 დღის განმავლობაში. დაგეგმილია 150 ათასი ადამიანის გაწვევა რაც ყველაზე დიდი მაჩვენებელია ბოლო 8 წლის განმავლობაში. დოკუმენტი საჯარო ინფორმაციის პორტალზე გამოქვეყნდა.

1 იანვრიდან ახალი წესით გაწვევა ეხება 18-დან 30 წლამდე ასაკის პირებს. ადრე გაწვევის ასაკის ზედა ზღვარი 27 წლით იყო შეზღუდული. რუსეთის მოქალაქეებს, რომლებსაც გასული წლის დეკემბრის ბოლომდე შეუსრულდათ 27 წელი, არ გაიწვევენ.

სამსახურის ხანგრძლივობა ერთი წელია.

რუსეთის გენერალურმა შტაბმა მანამდე განაცხადა, რომ წვევამდელებს უკრაინასთან საბრძოლო მოქმედების ზონაში არ გაიწვევდნენ. ოფიციალური მონაცემებით, წინა საშემოდგომო გაწვევის დროს სამხედრო სამსახურში 130 ათასი წვევამდელი გაიგზავნა.

მსგავსი პოსტები

Back to top button