სპორტი
ნიკოლოზ ბასილაშვილი მელბურნის საერთაშორისო ტურნირზე ითამაშებს

28 წლის ქართველი ჩოგბურთელი მელბურნის საერთაშორისო ტურნირზე მეექვსე ნომრად იქნება განთესილი. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით პირველ ნომრად ბელგიელი დევიდ გოფინი მოიაზრება.
ტურნირი 1 – 7 თებერვალს ჩატარდება. მისი საპრიზო ფონდი 373 465 დოლარია.
მიმდინარე რეიტინგში ნიკოლოზ ბასილაშვილს 1405 ქულა აქვს და 39-ე პოზიციას იკავებს.
ავსტრალიაში მისი ჩასვლის მთავარი მიზანი კი წლის პირველი სლემ-ტურნირი, ავსტრალიის ღია ჩემპიონატია, რომელიც იქვე მელბურნში, 8-21 თებერვალს გაიმართება.