მსოფლიოსიახლეები

რუმინული ფეხსაცმელი სოციალური დისტანციის დასაცავად

რუმინელმა მეწაღემ, სოციალური დისტანციის დასაცავად, სპეციალური ფეხსაცმელი შექმნა.

გრიგორ ლუპი უკვე 39 წელია ფეხსაცმელებს ამზადებს. ის ძირითადად, თეატრებისთვის და საოპერო სახლებისთვის მუშაობს. კორონავირუსის გავრცელების გამო, ცოცხალი წამოდგენები გაუქმდა, გრეგორი კი, ფაქტობრივად, უმუშევარი დარჩა.

ლუპის თქმით, “გიგანტური” ფეხსაცმელების შექმნის იდეა მაშინ გაუჩნდა, როცა ნახა, თუ როგორ არღვევდნენ ადამიანები სოციალურ დისტანციას საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში.

“თუ ორი ადამიანი ასეთ ფეხსაცმელს ჩაიცვამს, მათ შორის მანძილი 1.5 მეტრი იქნება.” – ამბობს მეწაღე.

გრეგორიმ უკვე მიიღო 5 შეკვეთა. ფეხსაცმელი 115 დოლარი ღირს.

“ტაბულა”

 

მსგავსი პოსტები

Back to top button