ლაგოდეხში იუსტიციის სახლი გაიხსნა [Photo/Video]

ლაგოდეხში, იუსტიციის სახლის რიგით მე-18 ფილიალი იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა საზეიმოდ გახნა.

ღონისძიებას აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების გარდა, დიპლომატიური კორპუსის, ბიზნესსექტორის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. თეა წულუკიანის განცხადებით, ლაგოდეხის იუსტიციის სახლი მომხმარებელს იუსტიციის სახლებისათვის დამახასიათებელ უმაღლესი ხარისხის მომსახურებას შესთავაზებს.

ლაგოდეხის იუსტიციის სახლი ბოლო ორი წლის განმავლობაში აშენებული მეექვსე ფილიალია, სადაც 35 ადგილობრივი დასაქმდება. 2014 წლიდან დღემდე უკვე აშენდა და გაიხსნა ზუგდიდის, ფოთის, თიანეთის, ყაზბეგისა და ბორჯომის იუსტიციის სახლები. მშენებლობა მიმდინარე წლის ბოლომდე დაგეგმილია ონსა და ახალქალაქში.

საზეიმო ღონისძიების დასასრულს გაიმართა დავით შანის და ბენდის კონცერტი, რომელიც გრანდიოზულმა ფოიერვერკმა დაასრულა.\\\

[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”39692″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery”][/inpost_gallery]

მსგავსი პოსტები

Back to top button