მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

მწვავე ინტოქსიკაცია სამეგრელოში – ზუგდიდის საავადმყოფოში 8 ახალგაზრდა შეიყვანეს

დაუზუსტებელი სუბსტანციის ნივთიერების ტოქსიური ეფექტით ზუგდიდის ევექსის კლინიკაში 8 ახალგაზრდა სასწრაფო დახმარების ბრიგადამ რამდენიმე საათის წინ შეიყვანა.ევექსის კლინიკური მენეჯერის სულხან ორჟონიას განცხადებით, მათი ასაკი 20-დან -32 წლამდეა.

რვავე მათგანი გადაუდებელი მედიცინის ცენტრში იმყოფება, აქედან სამი ახალგაზრდის მდგომარეობა შედარებით მძიმეა. ისინი მართვით სუნთქვაზე იმყოფებიან. 5 კი ინტენსიური მედიცინის განყოფილებაში მკურნალობს.

არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდები ავეჯის ერთ-ერთი მაღაზიის თანამშრომლები არიან.

მსგავსი პოსტები

Back to top button