მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

ოლიმპიური ჩემპიონის, საქმეზე, მსაჯულების შერჩევა იწყება

თელავის რაიონულ სასამართლოში, განზრახ მკვლელობაში ბრალდებული ოლიმპიური ჩემპიონის, ზურაბ ზვიადაურის საქმეზე, მსაჯულების შერჩევა იწყება.

სასამართლო 12 ნაფიც მსაჯულს შეარჩევს, რომლებმაც საბოლოო ვერდიქტი უნდა გამოიტანონ.
საქმის ნაფიცი მსაჯულებისათვის გადაცემის გადაწყვეტილება, ბრალდებულმა და მისმა ადვოკატებმა, წინასასამართლო სხდომაზე გამოაცხადეს.

სასამართლო განხილვის ამ ეტაპზე, ზვიადაური, 50 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ პატიმრობიდან განთავისუფლებულია.
თავად ბრალდებული და მისი ადვოკატები ამტკიცებენ, რომ ოლიმპიური ჩემპიონი, აუცილებელი მოგერიების ფარგლებში იმყოფებოდა.

5 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ განთავისუფლებულია, ზვიადაურთან ერთად დაკავებული, ჯაბა ჯანგირაშვილი, რომელსაცა გამოძიება იარაღის დაუდევრად შენახვას ედავება.

შეგახსენებთ, მკვლელობა თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ წინანდალში, 17 აგვისტოს მოხდა.

ორმხრივი სროლის დროს გარდაიცვალა სამი და დაიჭრა ორი პირი.

გარდაცვლილებს შორის, ერთ- ერთი, ზურაბ ზვიადაურს ძმა, ზვიად ზვიადაურია.

რადიო ჰერეთის კორესპოდენტი კახეთის რეგიონში  ხათუნა გულიაშვილის ხმა

მსგავსი პოსტები

Back to top button