მნიშვნელოვანირეგიონი

პროტესტი ლაგოდეხში – მოსახლეობას ბუნებრივ აირზე გაზრდილი გადასახადი დაერიცხა

ლაგოდეხში მოსახლეობის დიდ ნაწილს დეკემბერში ბუნებრივ აირზე გაზრდილი გადასახადი დაერიცხა.

ადგილობრივები რადიო “ჰერეთთან” საუბარში ამბობენ, რომ წინა თვეებთან შედარებით გაორმაგებული და ზოგჯერ გასამმაგებული თანხის გადახდა უწევთ. მოსახლეობის თქმით, ბუნებრივ აირს იმავე რაოდენობით მოიხმარენ, როგორც ნოემბერში.

ერთ-ერთი ვინც მაღალი გადასახადი მიიღო, ლაგოდეხში მცხოვრები მიხეილ ხოშმაზარაშვილია. ის ამბობს, რომ სოკარი მისგან დეკემბერში 430 ლარის გადასხდას ითხოვს, მაშინ როცა წინა თვეს 158 გადაიხადა.

“სოკარ ჯორჯია გაზის” ლაგოდეხის სერვის ცენტრის მენეჯერი ზურაბ ხელაშვილი ამბობს, რომ “მაღალი გადასახადი ცივმა დღეებმა და ბუნებრივი აირის ფასის ზრდამ გამოიწვია, რომელიც 42 იყო, ახლა კი 57 თეთრია”.

მენეჯერი კიდევ ერთ მიზეზად მრიცხველზე არსებული მონაცემების 4 დღით გვიან წაკითხვას ასახელებს, რომელმაც გარკვეული გავლენა იქონია.

შეგახსენებთ, რომ უკვე რამდენიმე დღა გაზის გაზრდილ გადასახადს აპროტესტებენ გორში.

მსგავსი პოსტები

Back to top button