გიორგი მამარდაშვილი – ეროვნული ლიგის ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი გახდა.

პირველად, ქართული ფეხბურთის ისტორიაში, ყველაზე ძვირადღირებული მოთამაშის სტატუსი მეკარემ მოიპოვა.
2020 წლის საქართველოს ჩემპიონატის დასრულების შემდეგ გერმანულმა სამენეჯერო სააგენტო „ტრანსფერმარკეტმა“ ეროვნულ ლიგაში მოთამაშე ფეხბურთელების და გუნდების ჯამურ ფასებს გადახედა.
პანდემიის შეზღუდვებისა და ევროპის ლიგაზე ცუდი თამაშის ჩვენების გამო ეროვნული ლიგის ჯამური ღირებულება 4,5 მილიონი ევროთი შემცირდა და 36,1 მილიონი შეადგინა.
მიუხედავად ამისა, თბილისის „ლოკომოტივის“ მეკარეს, გიორგი მამარდაშვილს ევროპულ ტურნირზე ნაჩვენები შედეგი დაუფასდა და მისი სატრანსფერო ფასი ორჯერ გაიზარდა.
500 000 ევროდ შეფასებული 20 წლის მეკარე, ეროვნულ ლიგაზე ყველაზე ძვირადღირებულ მოთამაშეთა შორის ლიდერობს.
თბილისის „ლოკომოტივმა“ გოლკიპერს საიჯარო ხელშეკრულება 1 წლით გაუხანგრძლივა და გიორგი მამარდაშვილი კლუბში 2021 წლის ბოლომდე დატოვა.