ვარდების რევოლუციიდან 12 წელი გავიდა

ვარდების რევოლუციიდან 12 წელი გავიდა. 2003 წელს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ხმების დაცვის მოთხოვნით ქუჩაში გამოსულმა მოქალაქეებმა არჩევნების შედეგების გაუქმება მოითხოვეს.

რამდენიმე კვირიანი მასობრივი საპროტესტო აქციის შემდეგ, პრეზიდენტი შევარდნაძე გადადგა – მისი მოვალეობის შესრულება კი დროებით პარლამენტის თავმჯდომარეს დაეკისრა.

არჩევნების შედეგების გარდა, მოსახლეობის უკმაყოფილების მიზეზი ქვეყანაში არსებული კორუფციული გარემო და მძიმე სოციალური პირობებიც იყო – სწორედ ამ მიზეზებიდან გამომდინარე აქციის მონაწილეებმა და ოპოზიციის ლიდერებმა გაყალბებული არჩევნების შედეგად შეკრებილ პარლამენტის შემადგენლობას სხდომის ჩატარების საშუალება არ მისცეს.

2003 წლის ვარდების რევოლუციის შემდეგ, ამომრჩეველთა უმრავლესობის მხარდაჭერით ხელისუფლებაში ნაციონალური მოძრაობა მოვიდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button