მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

უკრაინის პრეზიდენტის თქმით ომის დასასრულზე საუბარი ნაადრევია.

უკრაინის პრეზიდენტი ამბობს, რომ ომის დასასრულზე საუბარი ნაადრევია. Reuters-თან ინტერვიუში ვოლოდიმირ ზელენსკიმ ასევე ივარაუდა, რომ უკრაინაში იარაღის მიწოდება შემცირდებოდა, კიევს კონტრშეტევა რომ არ დაეწყო და რომ ტერიტორიული მიღწევები შთაბეჭდილებას მოახდენდა სხვა ქვეყნებზე.

“ჯერ ნაადრევია ამ ომის დასასრულზე საუბარი”, – თქვა მან.

მისივე თქმით, კონტრშეტევა და ტერიტორიებზე კონტროლის დაბრუნდება მნიშვნელოვანი ნაბიჯია და ეს ზოგიერთი ქვეყნის გადაწყვეტილებაზე იქონიებს გავლენას. გარდა ამისა, მან მოუწოდა პარტნიორ ქვეყნებს უკრაინისთვის იარაღის მიწოდება გააქტიურონ.

“ჩვენ გვენდომებოდა მეტი დახმარება თურქეთისგან, გვენდომებოდა მეტი დახმარება სამხრეთ კორეისგან. მეტი დახმარება არაბული სამყაროდან, აზიიდან”, – თქვა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

უკრაინის ლიდერმა Reuters-თან ინტერვიუში, ასევე, განაცხადა, რომ რუსეთთან ომის შედეგი, რომელიც უკვე მეშვიდე თვეა მიმდინარეობს, მისი ქვეყნისთვის უცხოური იარაღის სწრაფ მიწოდებაზეა დამოკიდებული.

ზელენსკიმ რუსეთი უკრაინის ჩრდილო-აღმოსავლეთში სამხედრო დანაშაულების ჩადენაში დაადანაშაულა და სიტუაცია ბუჩაში ოკუპანტების მიერ ჩადენილ სისასტიკეს შეადრა.

“დღეს მდგომარეობით, მიკვლეულია 450 გარდაცვლილი ადამიანის სამარხი. მაგრამ არის სხვები. ნაწამები მთელი ოჯახი გარკვეულ ტერიტორიებზე”, – თქვა ზელენსკიმ.

კითხვაზე, იყო თუ არა მტკიცებულებები ომის დანაშაულების შესახებ, მან თქვა: „ეს ყველაფერი არსებობს… არის გარკვეული მტკიცებულებები და ტარდება შეფასებები, უკრაინული და საერთაშორისო და ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, მსოფლიომ ეს უნდა აღიაროს”.

Reuters წერს, რომ პარასკევის ინტერვიუ შედგა პრეზიდენტის ოფისში, მკაცრად დაცულ სამთავრობო ოლქში, რომელიც ახლა ციტადელს ჰგავს ზელენსკის და მისი მრჩევლებისთვის. შენობის ლაბირინთული, მკრთალად განათებული დერეფნების ფანჯრებში ქვიშის ტომრები იყო დაწყობილი.

მსგავსი პოსტები

Back to top button