მნიშვნელოვანიპოლიტიკარეგიონისიახლეები

ენმ ქართულ ოცნებას ძალოვანთა საარჩევნოდ გამოყენებაში ადანაშაულებს

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ზუგდიდში “ქართული ოცნების” შტაბს ძალოვანი უწყებების წარმომადგენლების საარჩევნოდ გამოყენებაში ადანაშაულებს.

როგორც პარტიის ადგილობრივ შტაბში გამართულ ბრიფინგზე ანა წითლიძემ განაცხადა, სხვადასხვა რეგიონსა და უწყებაში დასაქმებულ ზუგდიდელებს მმართველი პარტიის ოფისში იბარებენ და მათ კონკრეტულ დავალებებს აძლევენ.

ამასთან, ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლების მტკიცებით, ყველა მათგანი სხვადასხვა საარჩევნო უბანსაა მიმაგრებული და მათ ეს ინფორმაცია ერთ-ერთმა მათგანმა ანონიმურად მიაწოდა.

პარტიის ადგილობრივ საარჩევნო შტაბში აცხადებენ, რომ ხელისუფლების მხრიდან საარჩევნოდ ძალოვანი უწყებების გამოყენება ახალი არ არის, თუმცა, ეს არჩევნები ქვეყნისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობისაა და არც ერთი ფაქტი რეაგირების გარეშე არ დარჩება.

ნაციონალური მოძრაობის” ზუგდიდის საარჩევნო შტაბის ბრალდებებს, წინასაარჩევნო პროცესებში პოლიციელების იძულებით ჩარევასთან დაკავშირებით, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი გამოეხმაურა და პარტია სიცრუის ტირაჟირებაში დაადანაშაულა.

“მათ სხვა არაფერი დარჩენიათ და სიცრუის ტირაჟირებას ახდენენ”, – თქვა თორიამ.

ცნობისთვის, ზუგდიდში მმართველი პარტიის კანდიდატი ირაკლი ჩიქოვანია, ენმ-დან მალხაზ ჯალაღონია.

მსგავსი პოსტები

Back to top button